კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის განცხადება ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესთან დაკავშირებით

სიახლეები | განცხადებები 25 მარტი 2014

გვინდა გამოვეხმაუროთ იმ ვალდებულებებს, რომელიც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონში 2014 წლის თებერვალში შეტანილი ცვლილებებით დაეკისრა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას. 2014 წლის 1 აპრილამდე კომისიამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება. კონკურსის პირობების განსაზღვრისას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა იმოქმედოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 თებერვლის N206 განკარგულებით მოწონებული გეგმის შესაბამისად.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ვალდებულების ამოქმედებიდან გასულია 1 თვეზე მეტი, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არ აქვეყნებს იმ გადაწყვეტილების პროექტს, რომლის საფუძველზეც უნდა მოხდეს საქართველოს ციფრული საეთერო მიწისზედა მაუწყებლობის ოპერატორის კონკურსის გამოცხადება და შესაბამისი კომპანიის შერჩევა. მიგვაჩნია, რომ პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დახურულია, და მასში არ არიან ჩართული როგორც დაინტერესებული პირები, ასევე ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის სტრატეგიის შემუშავებაში ბოლო ერთი წელიწადის განმავლობაში.

სავარაუდოა, რომ 2014 წლის 1 აპრილამდე დარჩენილ ვადაში დანიშნულ სხდომაზე წარმოდგენილი იქნება გადაწყვეტილების პროექტი, რომელზედაც დროის სიმცირის გამო შეუძლებელი იქნება არსებითი შენიშვნების და წინადადებების წარდგენა.

მიგვაჩნია, რომ უნდა უზრუნველყოფილი იყოს  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ საკონკურსო გადაწყვეტილების და დასამტკიცებელი საკონკურსო პირობების ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა, რადგან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი "ანალოგური მიწისზედა საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა მაუწყებლობაზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და რეკომენდაციები" ზოგადი შინაარსისაა, ხოლო საკონკურსო პირობების დადგენის ნაწილში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დისკრეცია ფართოა.

საქართველოს ახალი თაობის - ციფრულ საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლის პროცესის მიმართ დიდია საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის და პირველ რიგში მაუწყებლების ინტერესი და შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პროცესი მაქსიმალურად ღიად წარიმართოს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები:


•    ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;
•    ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
•    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);
•    საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
•    საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GARB);
•    რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;
•    რეგიონული მედიის ასოციაცია;
•    მედიაკლუბი;
•    არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“
•    ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;
•    სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024