საქართველოში თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ამოქმედდება - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 3 ივლისი 2015

29 ივნისს გამართულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომას, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა, ხელისუფლების პირებთან ერთად არასამთავრობო და საერთაშირისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიესწრებოდნენ. IDFI-დან კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდა ინსტიტუტის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი. აღნიშნული ღონისძიების შესახებ არა ერთი სიუჟეტი მომზადდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ და ასევე, გამოქვეყნდა სტატიები სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდებზე: მაესტრო, პირველი არხი, pia.ge, newspress.ge, liberali.ge, ghn.ge, interpressnews.ge, eugeorgia.info.


მაესტროს „ბიზნეს კონტაქტის“ ეთერში მიწვეული იყო IDFI-ის გამგეობის თავჯდომარე, ლევან ავალიშვილი, ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვის შესახებ სასაუბროდ. მან ისაუბრა IDFI-ისა და სხვა არასამთავრობოების გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ მონიტორინგის სისტემის დანერგვამდე დეკლარაციებში აღმოჩენილ უზუსტობებს რეაგირება არ მოჰყვებოდა, გამომდინარე იქედან, რომ შესაბამისი მექანიზმი არ არსებობდა. ლევან ავალიშვილის თქმით, ამ სისტემის დანერგვის შემდეგ ეს ვალდებულება ჩნდება, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია.


პირველი არხი აღნიშნულ საკითხზე გიორგი კლდიაშვილის კომენტარს გვთავაზობს. პირველ არხთან საუბარში IDFI-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ სისტემის დანერგვა პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა აცხადებს, რომ ორგანიზაციას აქვს შენიშვნები, რომელიც განხილულ იქნება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე.


Pia.ge ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელიც გიორგი კლდიაშვილისა და იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის კომენტარებს შეიცავს. „გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მონიტორინგი სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ ქონებრივი დეკლარაციის გაყალბება, ან ტყუილი გამოავლინოს“ - წერს პირველი საინფორმაციო სააგენტო.


Newspress.ge-ს სტატია IDFI-ის დირექტორის, გიორგი კლდიაშვილის ვრცელ კომენტარს აქვეყნებს, სადაც იგი საუბრობს ქონებრივი დეკლარაციის არასწორად შევსების შემდგომ პირის პასუხისმგებლობის საკითხზე. მისი თქმით, დეკლარანტებს საჯარო სამსახურის ბიურო გააკონტროლებს.


Liberali.ge IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას განიხილავს და წერს, რომ თანმდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა არის ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა შეასრულოს.


საქართველოს ახალი ამბების სააგენტოს სტატიაში ვკითხულობთ: „საკანონმდებლო ცვლილებებს საფუძვლად დაედო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმიდან გამომდინარე ვალდებულებები, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის (OECD-ACN), სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციები, აგრეთვე, სხვა სახელმწიფოთა გამოცდილება“.


Interpressnews.ge თავის სტატიაში წერს, რომ კანონპროექტის მიზანია თანამდებობის პირთა ქონების შესახებ სანდო და ამომწურავი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამჭვირვალობა.


ჯერ კიდევ 23 ივნისს Eugeorgia.info-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგთან დაკავშირებით, რომელშიც IDFI-ის გამგეობის თავმჯდომარის, ლევან ავალიშვილის ვრცელი კომენტარია წარმოდგენილი. ლევან ავალიშვილი ხელისუფლებისთვის IDFI-ის მიერ შეთავაზებულ ორფაზიან მონიტორინგის სისტემასა და მსგავსი სისტემების არსებობის ეფექტურობაზე საუბრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

 

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024