საქართველოში თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა ამოქმედდება

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 ივნისი 2015

29 ივნისს გამართულ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე საჯარო სამსახურის ბიურომ წარმოადგინა "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის ცვლილებების პროექტი, რომელიც ანტიკორუფციული საბჭოს მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მომზადდა.


წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტი გულისხმობს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვას. ამ დრომდე საქართველოში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც შეამოწმებს, თუ რამდენად შეესაბამება თანამდებობის პირის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია სიმართლეს. კანონპროექტის მიხედვით აღნიშნული ვალდებულება შესაძლოა საჯარო სამსახურის ბიუროს დაევალოს.


გამართულ სხდომას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა. კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ანტიკორუფციული საბჭოს წევრები: საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები; ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, მათ შორის IDFI.


IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი სამუშაო ჯგუფში წარმოადგენდა არასამთავრობო სექტორს და მონაწილეობდა კანონპროექტის შემუშავებაში.


შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს აღნიშნული ცვლილებების პაკეტი და იმსჯელეს მონიტორინგის განხორციელების მექანიზმების შესახებ. სხდომაზე IDFI-ს წარმოადგენდა ორგანიზაციის დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.


მან კიდევ ერთხელ გააჟღერა IDFI-ს პოზიცია და აღნიშნა, რომ პროექტი პოზიტიური ცვლილებების მომტანია, განსაკუთრებით თანამდებობის პირთა ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის გაზრდის კუთხით, რაც კორუფციის დონეს შეამცირებს. აღნიშნულ თემებზე IDFI უკვე მეექვსე წელია მუშაობს, ხოლო ანტიკორუფციული საბჭოს წევრი და ორი სამუშაო ჯგუფის თანამომხსენებელი IDFI არის 2013 წლიდან.


თანმდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის დანერგვა არის ევროკავშირის რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა შეასრულოს.

 

ფოტოები აღებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური გევრდიდან

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024