იუსტიციის სახლების მშენებლობის დაფინანსების საკითხები - ზეწოლა თუ კეთილი ნება?

სიახლეები | კვლევები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 1 აპრილი 2014

ავტორი: გოგა თუშურაშვილი

წინამდებარე კვლევის ფარგლებში IDFI შეეცადა გამოერკვია 2011 წლის ყველაზე წარმატებულ რეფორმად აღიარებული იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გახარჯული თანხების, დაფინანსების წყაროების და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შესახებ ინფორმაცია.

როგორც გამოჩნდა საქართველოს 12 იუსტიციის სახლის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, მარნეული, გორი, თელავი, ოზურგეთი, გურჯაანი, ახალციხე, ქუთაისი, მესტია, ყვარელი) მშენებლობაზე გაწეულმა ხარჯებმა სულ შეადგინა 214 365 260  ლარი (185 361 334 ლარი, 16 400 000 აშშ დოლარი, 705 000 ევრო).  აღნიშნული თანხიდან უდიდესი ნაწილის 67,3 %  (144  291 594 ლარი)  დაფინანსება უზრუნველყვეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, აღსრულების ეროვნული ბიურო, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) საკუთარი შემოსავლებით. იუსტიციის სახლების მშენებლობაზე გაწეული ხარჯების 13% (27 819 813 ლარი) დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 15,4% (33 163 926 ლარი) -   სხვა საჯარო დაწესებულებების ბიუჯეტებიდან, ხოლო დანარჩენი 9 089 927 ლარის (4,2%)  სამუშაოები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიებმა შეასრულეს უსასყიდლოდ.

კვლევაში მოყვანილი ფაქტორები  ბუნდოვანს ხდის იუსტიციის სახლების მშენებლობის პროცესის დაფინანსების საკითხებს და აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ სხვადასხვა კერძო კომპანიები იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ შესაძლო იძულებისა ან/და არაკანონიერი გარიგებების პირობებში.   

/public/upload/pdf/iusticiis saxlebii.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025
განცხადებები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024