IDFI-მ თელავში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებით საჯარო ლექცია გამართა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 ივნისი 2017

IDFI-მ თელავში გამართა საჯარო ლექცია სახელწოდებით - „გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები, გლობალური და ეროვნული დღის წესრიგი“. ღონისძიება გაიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, და შვედეთის მთავრობისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

 

ლექციის მიზანი იყო გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. ღონისძიება გაიმართა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მონაწილეთა შორის იყვნენ სტუდენტები, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციათა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

 

საჯარო ლექციაზე IDFI-ის ანალიტიკოსმა მარიამ თუთბერიძემ ისაუბრა მდგრადი განვითარების 17 მიზანზე და იმ როლზე, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა შეასრულოს სიღარიბის დასაძლევად, პლანეტის დასაცავად და კეთილდღეობის ყველასათვის უზრუნველსაყოფად. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სამთავრობო გეგმებისა და ინოვაციების სამსახურის მრჩეველმა ანა კვერნაძემ დამსწრეებს გააცნო საქართველოს მთავრობის მიერ ამ ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული გეგმა.

 

„მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება არ არის მხოლოდ მთავრობის პასუხისმგებლობა; საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა ამ პროცესის წარმატებით განხორციელების მთავარი კომპონენტია“, - მარიამ თუთბერიძე.

 

საჯარო ლექციის მონაწილეებმა შემდეგ საკითხებზე იმსჯელეს:


- საიდან წამოვიდა მდგრადი განვითარების მიზნების შემუშავების აუცილებლობა;


- რა პრინციპით შეირჩა მდგრადი განვითარების 17 მიზანი;


- როგორ შეარჩია საქართველოს მთავრობამ პრიორიტეტული სამიზნეები;


- რომელი მდგრადი განვითარების მიზნის განხორცილებაა ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის;


- როგორ შეიძლება ჩაერთონ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობა;


- რა იგეგმება სამომავლოდ.

 

ღონისძიების გახსნით ნაწილში მონაწილეები გაეცნენ პროექტის „მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების ხელშეწყობა საქართველოში“ ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს. ამის შემდეგ მარიამ თუთბერიძემ მონაწილეებს მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო, ხოლო ანა კვერნაძემ საქართველოს მიერ პრიორიტეტად მიჩნეულ სამიზნეებზე ისაუბრა. 

 

კვერნაძის თქმით: „მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება საქართველოს მთავრობის მიერ მნიშვნელოვან პრიორიტეტად არის მიჩნეული და მათი შესრულების შესახებ ანგარიშგება სავალდებულო იქნება სახელმწიფო უწყებების მიერ.“

 

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომლის განმავლობაშიც მონაწილეებმა განიხილეს მიზნების განსახორციელებლად აუცილებელი რესურსები და შესაძლებლობები, არასამთავრობო ორგანიზაციათა საქმიანობის შესაძლო კავშირი მიზნებთან და ადგილობრივი თვითმმართველობების როლი მიზნების განხორციელების პროცესში.

 

დამსწრეებმა ყურადღება გაამახვილეს პროცესში არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საკანონმდებლო ბაზისა და პოლიტიკის დახვეწის აუცილებლობაზე, მიზნებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე, სოციალური საჭიროებების უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრაზე ამ პროცესში და მიზნების განხორციელების შესაძლო შედეგებზე.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024