კომერციული საეთერო მაუწყებლობის მულტიპლექს ოპერატორების შესარჩევი კონკურსი და არსებული გამოწვევები

სიახლეები 16 ივნისი 2014

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი საკონკურსო პირობები მოიცავს გარკვეულ რისკებს, კერძოდ გამოხატვის თავისუფლებისა და მედია პლურალიზმის ხელყოფის კუთხით. სავსებით შესაძლებელია, კონკურსის ფარგლებში განსაზღვრულმა რეგულაციებმა ხელი შეუშალოს სამაუწყებლო ბაზრის სწორ განვითარებას, შეაფერხოს საქართველოში წარმოებული სამაუწყებლო კონტენტის მოცულობისა და ხარისხის ზრდა.

სამწუხაროა, მაგრამ მიუხედავად დაპირებისა, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებამ სრულად არ დაასაბუთა მისი მიღების საფუძვლები.

საკონკურსო პირობებით განსაზღვრული სიხშირული ლოტები მოიცავს საეთერო მედიის მონოპოლიზაციის რისკებს; უფასო საეთერო მაუწყებლობისათვის განკუთვნილი მულტიპლექს პლატფორმები (MUX A-სა და MUX B-ზე) შესაძლოა აღმოჩნდეს ერთი მფლობელის მართვის ქვეშ, რაც ხელს შეუწყობს საეთერო პლატფორმის შიგნით მონოპოლიის ჩამოყალიბებას.

უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიგვაჩნია ის საკითხი, რომ დასაშვებად არის მიჩნეული ე.წ. „ოფშორში“ რეგისტრირებული კომპანიების მიერ ლიცენზიის ფლობა. უკიდურესად სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით 2011 წლის ბოლოს მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით შემოღებული უმნიშვნელოვანესი რეგულაცია შეიცვალა უარესობისკენ.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონი ადგენს გარკვეულ აკრძალვებს სიხშირული ზოლის ლიცენზიების კონცენტრაციისათვის. კომისიის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კანონის საფუძველზე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც ხდება რადიოსიხშირული ზოლის კონკრეტული მონაკვეთის 25%-იანი ან უფრო დიდი წილის მფლობელი.

აღნიშნული საკანონმდებლო აკრძალვა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მისი 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით დამტკიცებული საკონკურსო დებულებიდან გამომდინარე, შეფასების ეტაპზე უქმნის ორ პრობლემას, ესენია:

- ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის მიერ საკონკურსო განაცხადის წარდგენის შემდგომ, მისი მფლობელის შესახებ ინფორმაციის არარსებობის გამო, აფილირების საკითხების შეფასების სირთულე;

- MUX A და MUX B ლიცენზიები ცალ-ცალკე ლოტებად, ფასიანი მულტიპლექსორების ლიცენზიებთან კომბინაციით ან მის გარეშე ქმნის 6 ლოტს. მესამე, ფასიანი მაუწყებლობის მულტიპლექსირების პლატფორმის სიხშირე - MUX5 ხელმისაწვდომია მხოლოდ MUX A და MUX B ლიცენზიებთან ერთობლიობაში. MUX A და MUX B ლიცენზიების ერთობლივი ლოტი ხელმისაწვდომია, როგორც ფასიანი მაუწყებლობის მულტიპლექს პლატფორმის ლიცენზიებთან ერთად, ასევე მათ გარეშეც და ისინი ერთობლიობაში ქმნიან 4 ლოტს. ჯამში, კონკურსზე გამოტანილია 5 სიხშირე. იმ შემთხვევაში, თუ ერთი კონკურსანტი მიიღებს ხუთივე ლიცენზიას, 28 სიხშირიდან მის მფლობელობაში აღმოჩნდება 250-ე, 252-ე, 253-ე, 255-ე, 256-ე, 259-ე ციფრულ ზონებში 25%-ზე მეტი სიხშირე, მთლიანობაში კი, 28 სიხშირიდან მის მფლობელობაში აღმოჩნდება 21-ე, 22-ე, 23-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 28-ე, 29-ე, 30-ე, 31-ე, 32-ე, 33-ე, 36-ე, 37-ე, 38-ე, 39-ე, 40-ე, 41-ე, 42-ე, 43-ე, 44-ე, 45-ე, 46-ე, 47-ე და 48-ე ნუმერაციის სიხშირეები.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2014 წლის 31 მარტის N176/10 გადაწყვეტილებით შემოთავაზებული სიხშირეების ლოტების კომბინაცია, ქართული მედია ბაზრის მოცულობიდან გამომდინარე, მოიცავს გარკვეულ რისკებს და საჭიროებს ცვლილებას.
ვფიქრობთ, რომ საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მცირეა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სატესტო პერიოდი, ისევე როგორც ფასიანი სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის აგების ბოლო ვადა, მთავრდება 2015 წლის 17 სექტემბრის შემდგომ.

კონკურსანტების მიერ წარსადგენი წინადადებისთვის დადგენილია მცირე ვადები, რაც საკმაოდ ამცირებს გარე ინვესტორების მონაწილეობის ალბათობას და მეტწილად ადგილობრივი კომპანიების ინტერესებზეა მორგებული. წარდგენილმა საკონკურსო განაცხადებმა დაგვარწმუნა, რომ უცხოელი ინვესტორები ამ პროცესში არ ჩართულან.
მიგვაჩნია, რომ საკონკურსო პირობები დისკრიმინაციულია. საკონკურსო განაცხადების წარმოდგენის შემდგომ, მთავარი საკონკურსო პირობა - დაშვების ტარიფები და სხვა დაკავშირებული პირობები, შესაძლოა, დაზუსტდეს და შემცირდეს. აღნიშნული ჩანაწერი საშუალებას იძლევა, რომ დაკორექტირდეს სხვა საკონკურსო პირობები. აღნიშნული პირობა არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს კონკურსანტებს. ვფიქრობთ, რომ დაზუსტების რეგულაცია მხოლოდ ტექნიკური და არაარსებითი პირობების დაზუსტების შესაძლებლობას უნდა უშვებდეს.

მიგვაჩნია, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ოპტიმიზაციის მიზნით, სასურველი იქნებოდა გარკვეული მინიმალური საფასურის დადგენა, თუმცა არა ნულოვანი ოდენობით. (აღნიშნული შენიშვნა, პირველ რიგში, შეეხება კომერციული, ანუ ფასიანი სატელევიზიო სერვისებისათვის განკუთვნილ სამ სიხშირეზე უფლების მოპოვების საწყის საფასურებს)./public/upload/Digital/DTT-16 06 14.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-ს მიმართულების ხელმძღვანელი, ანტონ ვაჭარაძე, ჩეხეთში გამართულ კონფერენციაზე “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024