Kenedi v Hungary - ისტორიული არქივების ხელმისაწვდომობა

საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკა 18 თებერვალი 2013

 

ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელეს წარმოადგენდა ისტორიკოსი, რომელიც იკვლევდა საიდუმლო სამსახურების საქმიანობას საბჭოთა პერიოდის დროს და ამუშავებდა საბჭოთა ქვეყნების ტოტალიტარული რეჟიმების ფუნქციონირების შედარებით სამართლებრივ კვლევას. მან მიმართა უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო სამსახურს და სთხოვა ჰქონოდა წვდომა განსაზღვრულ დოკუმენტებზე, რომელიც შეეხებოდა უნგრეთის საიდუმლო სამსახურის საქმიანობაზე სამოციან წლები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ მისცა უფლება გასცნობოდა ამ დოკუმენტებს და მიუთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს 1998 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით აღნიშნული დოკუმენტები სახელმწიფო საიდუმლოებად იყო ცნობილი 2048 წლამდე.

 

სასამართლოს დასაბუთება: სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე უარი წარმოადგენდა მოსარჩელის ინფორმაციის მიღების უფლებაში ჩარევას და არ იყო გამართლებული დემოკრატიულ საზოგადოებაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლების ეფექტიანად განსახორციელებლად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ისტორიული კვლევისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტების დედნებზე ხელმისაწვდომობა ისტორიული კვლევის განხორციელების მიზნით. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება, საქმეზე Kenedi v Hungary.

 

/public/upload/salome/CASE OF KENEDI v_ HUNGARY.pdf

 

მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის (OSF) ადამიანის უფლებათა სტაჟირების 2013 წლის გრანტის ფარგლებში.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024