ყველაზე არაანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები შსს, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებია

IDFI მედიაში 23 მაისი 2014

ყველაზე არაანგარიშვალდებულ საჯარო დაწესებულებებს შინაგან საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, ასევე აჭარის მთავრობა და ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენენ. აღნიშნულის შესახებ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ირგვლივ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული, რომელიც ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) ჩაატარა.

 

ორგანიზაციის კვლევა მოიცავს 2013 წლის 1 ოქტომბრიდან 2014 წლის 1 მარტამდე პერიოდს. კვლევის პრეზენტაცია "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში IDFI-ის ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა ჩაატარა. მისი განცხადებით, კვლევის დაწყების მთავარ მიზანს წარმოადგენდა იმის გამოვლენა, თუ რამდენად შენარჩუნებულია ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე არსებული დადებითი ტენდენციები, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით.

 

ანგარიშის მიხედვით, მოცემულ პერიოდში, ინსტიტუტმა 29 ცენტრალურ საჯარო დაწესებულებას მიმართა 493 მოთხოვნით. აღმოჩნდა, რომ რიგი სამინისტროების შემთხვევაში, დაფარულია ისეთი მონაცემები, რომლის დეტალური გასაჯაროვებაც მათ მიერ უზრუნველყოფილი იყო პოლიტიკური ცვლილებების საწყის ეტაპზე.

 

კვლევის მიხედვით, მთელი რიგი ცენტრალური საჯარო დაწესებულებების შემთხვევაში, პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების საქმიანობის საწყის ეტაპთან, როდესაც საჯარო დაწესებულებების მიერ, რაიმე სახის ინფორმაციის დამალვის სურვილი ნაკლებად არსებობდა.

 

კვლევის შედეგების მიხედვით, სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია 14 პროცენტით, ხოლო უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები გაზრდილია 5 პროცენტით.

 

გიორგი კლდიაშვილის განცხადებით, მისასალმებელია, რომ მთელ რიგ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში შენარჩუნებულია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაღალი მაჩვენებელი. განსაკუთრებით, მისი თქმით, აღსანიშნავია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, რომლებიც განვლილი პროექტის მსგავსად, კვლავ ინარჩუნებენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიან მაჩვენებელს. მისი განცხადებით, განვლილი პროექტის მაჩვენებელთან შედარებით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პროცენტული მაჩვენებლის მატება შეინიშნება მხოლოდ 11 საჯარო დაწესებულების შემთხვევაში. ყველაზე პროგრესულ ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის, არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის კანცელარია.

 

"სამი დაწესებულების შემთხვევაში, კვლავ შენარჩუნებულია ხელმისაწვდომობის 100-პროცენტიანი მაჩვენებელი, ხოლო დანარჩენმა 15-მა ცენტრალურმა საჯარო დაწესებულებამ, განვლილ პროცესთან შედარებით განიცადა მეტ-ნაკლები რეგრესი: განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომლის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი შემცირდა 61 პროცენტით, - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

 

მისივე განცხადებით, პრემიების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ განვლილ პროექტში მიაწოდა ორგანიზაციას დეტალურად თითოეულ თანამდებობის პირზე. ამჟამად კი, აღნიშნული მოთხოვნა დატოვებულია უპასუხოდ.

 

რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოთხოვას, კლდიაშვილის თქმით, სამივლინებო ხარჯების შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განვლილ პროექტში ინსტიტუტს მიაწოდა დეტალურად, თითოეული თანამდებობის პირზე, ბოლო კვლევის ფარგლებში კი მხოლოდ ჯამური ოდენობა.

 

"ფინანსთა სამინისტრომ პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში მოგვაწოდა თითოეული თანამდებობის პირზე, სახელისა და გვარის მითითებით, ამდენად, მხოლოდ ჯამური ოდენობა. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა პრემებისა და სახელფასო დანამატების შესახებ ინფორმაცია განვლილ პროექტში წარმოადგინა დეტალურად, სახელისა და გვარის მითითებით. ამჯერად, ინსტიტუტს განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს პერსონალური მონაცემების ნიშნებს და მხოლოდ სამი თვის დაგვიანებით დააკმაყოფილა ინსტიტუტის მოთხოვნა", - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.

 

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე ცენტრალური საჯარო დაწესებულებებიდან მიღებული პასუხების მიხედვით, IDFI-მ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეიტინგი შეადგინა.

 

კვლევა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაუშვებელი პროდუქციის რეგულირება - რას ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილება

09.08.2019

ტრენინგი აჭარის რეგიონის ჟურნალისტებისა და აქტივისტებისთვის

07.08.2019

ცხოველთა მიმართ სასტიკი და არასათანადო მოპყრობის მდგომარეობა საქართველოში

06.08.2019

გენერალური პროკურატურის მუდმივმოქმედი სათათბირო ორგანოები

29.07.2019
განცხადებები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენის შესახებ

09.08.2019

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის პროკურატურას მოუწოდებს ,,რუსთავი 2“-ის საქმის გამოძიება ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს

05.08.2019

ზვიად კუპრავასათვის პატიმრობის შეფარდება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშიში პრეცედენტია

02.08.2019

„თიბისი ბანკის” დამფუძნებლებისთვის ბრალის წაყენება გამოძიების მიმართ ბევრ კითხვას აჩენს

25.07.2019
ბლოგპოსტები

ინტერესთა შეუთავსებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში

05.08.2019

რა საფრთხე ემუქრება გამოხატვის თავისუფლებას საქართველოში

13.05.2019

დამოკიდებულება პროკურორებისა და მოსამართლეების ქმედებების მიმართ

22.04.2019

საქართველოს მოსახლეობას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს საქართველოს პროკურატურის მიმართ

10.04.2019