IDFI-ს რეკომენდაციები ინტერნეტ-ბაზრის ლიბერალიზაციისთვის

სიახლეები | კვლევები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები 22 მაისი 2015

2015 წლის 19-25 მაისს საქართველო ინტერნეტის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს. RIPE-ის ქსელის საკოორდინაციო ცენტრის ( The Réseaux IP Européens Network Coordination Centre (RIPE NCC) რეგიონულ შეხვედრას „ვირტუალური უსაფრთხოება და ოპერაციული სისტემები“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მასპინძლობს. 19-20 მაისი დაეთმო პრეზენტაციებს საქართველოსთვის აქტუალურ საკითხებზე, 21-25 მაისს კი ჩატარდება ტრენინგები სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებებით საქართველოს ინტერნეტ პროვაიდერებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის.


აღნიშნული ორგანიზაცია, რომელიც ახდენს IP მისამართების განაწილებას ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ინტერნეტ პროვაიდერებისთვის, 11 000 წევრს აერთიანებს, რომელშიც საქართველოში მოქმედი ინტერნეტ პროვიადერებიც და სხვა ორგანიზაციებიც შედიან. IP მისამართების განაწილების და მინიჭების გარდა, აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაცია ახორციელებს ინტენსიურ საქმიანობას ინტერნეტის განვითარების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.


19 მაისს, შეხვედრაზე ცალკე სესია დაეთმო საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების საკითხებს. DYN-ის წარმომადგენლის ჯიმ ქოუვის (Jim Cowie) მიერ წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია (იხ. Evolution of the Georgian Internet) საქართველოს ინტერნეტ ტრაფიკის, საერთაშორისო ტრანზიტული ფუნქციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებით. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რატი სხირტლაძის მიერ წარმოდგენილი იქნა მარეგულირებელი კომისიის მონაცემები საქართველოს მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურების ზრდის ტენდენციების, ტარიფების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ (იხ.GNCC Broadband Measurements).


IDFI-ის მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, უჩა სეთურმა, წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე - ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების საკითხები და გამოწვევები მცირე ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის (იხ.Internet Speed Testing Issues and Challenges of small ISPs).


IDFI-ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იყო მისი ხედვა იმ პრობლემების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოს ინტერნეტ ბაზარზე და რომელიც აბრკოლებს ინტერნეტის კონცენტრაციის გაზრდას რეგიონებში. პრეზენტაციაში მოკლედ იყო წარმოდგენილი ის რეკომენდაციები, რომელიც დადგენილი აქვს მსოფლიო ტელეკომუნიკაციის გაერთიანებას (ITU) და ევროპული ტელეკომუნიკაციების სტანდარტების ინსტიტუტს (ETSI) ინტერნეტის სიჩქარის გაზომვის და შეფასების პროგრამებისთვის და სისტემებისთვის.


მცირე და საშუალო ზომის ინტერნეტ-პროვაიდერების მთავარ გამოწვევებად დასახელდა ინტერნეტის მომსახურებისთვის საჭირო საქსელო ინფრასტრუქტურასთან წვდომის და დაშვების პრობლემები. IDFI-ს ხედვით, ინტერნეტის სიჩქარის ამაღლებისთვის და მომხმარებლების დაცულობის უზრუნველყოფისათვის, უმთავრესია, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამატებითი რეგულირებით და კონკურენტული მომსახურების შეთავაზებით, უფრო აქტიურად განხორციელდეს ინტერვენცია ბაზარზე. აღნიშნული, თავის მხრივ, უზრუნველყოფს, როგორც მომსახურების ხარისხის გაზრდას, ასევე ინტერნეტის ფასების ოპტიმიზაციას.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

2024 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025

IDFI-ის მოსაზრებით საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პოლიტიკური რეპრესიების გაგრძელებაა

06.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024