IDFI-ის შეხვედრა ღია მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით

სიახლეები 2 დეკემბერი 2015

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) წარმომადგენლებმა 1 დეკემბერს ღია მონაცემთა ბაზების ხელმისაწვდომობის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორიგი შეხვედრა ჩაატარეს. შეხვედრა პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში გაიმართა.


შეხვედრა გამიზნული იყო სტუდენტებისთვის. შეხვედრას ასევე დაესწრნენ IDFI-ის დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.


შეხვედრა IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას ღია მონაცემების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, აღნიშნული მიმართულებით ორგანიზაციის საქმიანობის რამდენიმე პრაქტიკული მაგალითიც განიხილა.


IDFI-ს ანალიტიკოსმა, გოგა თუშურაშვილმა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში დაცული საჯარო მონაცემთა ბაზებისა და რეესტრების შესახებ მონაცემები დაინტერესებულ პირებს და მოწვეულ სტუმრებს გააცნო და მათი ხელმისაწვდომობის საკითხი და ბიზნეს-სტარტაპებისთვის გამოყენების გზებზე ისაუბრა.


მან ასევე მიმოიხილა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა და საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით IDFI-ის მიერ შექმნილი აპლიკაციები (საქართველოში არსებული სავალუტო გადამცვლელი პუნქტებისა და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნოტარიუსთა რუკა) წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.


შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა ღია მონაცემების გამოქვეყნების საერთაშორისო პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა, კერძოდ აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ღია მონაცემების პორტალზე გამოქვეყნებული მონაცემთა ბაზები და მონაცემთა ბაზებზე დაყრდნობით შექმნილი და განთავსებული აპლიკაციები. აღნიშნული შეადარეს საქართველოს ღია მონაცემების პორტალს.


გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა ღია მონაცემების პორტალის - data.gov.ge პრიორიტეტებზე და აღნიშნა, რომ ღია მონაცემების პორტალი მოქალაქეებს, ბიზნეს სექტორს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს გაეცნოს სახელმწიფო მონაცემებს და მათი გამოყენებით შექმნას ინოვაციური აპლიკაციები, ბიზნეს პროექტები და ელექტრონული სერვისები.


შეხვედრის მონაწილეებმა ღია მონაცემების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით IDFI-ს მიერ შექმნილი გამოკითხვის მეშვეობით სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე ხელმისაწვდომობის პრიორიტეტულობაც განსაზღვრეს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. IDFI-ს წარმომადგენლებმა სტუდენტების კითხვებს უპასუხეს.


ღია მონაცემების პორტალი - data.gov.ge საქართველოში რამდენიმე თვის წინ შეიქმნა. აღნიშნულ პორტალზე ეტაპობრივად, ყველასთვის ხელმისაწვდომ ფორმატში, თავსდება საჯარო დაწესებულებების გამგებლობაში არსებული მონაცემთა ბაზები.


IDFI-ის გუნდი, პროექტის „ღია მონაცემები: ცვლილებებისა და ინოვაციების წყარო“ ფარგლებში მონიტორინგს უწევს და აფასებს საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშვალდებულებას, პროაქტიულობას, ეფექტურობას, სიცხადესა და გამოყენებადობის დონეს www.data.gov.ge ვებგვერდისთვის საჯარო მონაცემების გამოქვეყნებაში.

იხილეთ ფოტო ალბომი

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024