IDFI-ის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში აზიის განვითარების ბანკის რიგით 48-ე ყოველწლიურ შეხვედრაში

სიახლეები | ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა | პუბლიკაციები | სტატია 6 მაისი 2015

IDFI-ის დირექტორმა მონაწილეობა მიიღო ბაქოში აზიის განვითარების ბანკის რიგით 48-ე ყოველწლიურ შეხვედრაში 2015 წლის 2-5 მაისს, აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭომ ბაქოში, აზერბაიჯანში გამართა 48-ე ყოველწლიური შეხვედრა, რომლის ფარგლებში განიხილეს რეგიონალურ და ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრა წარმოადგენდა საუკეთესო პლატფორმას ფინანსებისა და განვითარების მინისტრების, ცენტრალური ბანკების მმართველების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის რათა განეხილათ აზიის რეგიონში არსებული პრობლემები და გამოწვევები და ერთად მოეძებნათ შესაძლო გადაჭრის გზები. ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო 3000-ზე მეტი წარმომადგენელი მთელი მსოფლიოდან.


წლევანდელი შეხვედრის სახელწოდება იყო "პარტნიორული ხელშეწყობა განვითარებისთვის".


IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი მიწვეული იყო შეხვედრის ერთ-ერთ პანელში მონაწილეობის მისაღებად, რომლის სახელწოდება გახლდათ „სამოქალაქო საზოგადოება, მმართველობა და ინკლუზიური ეკონომიკა - ბოლო დროინდელი ვითარებები“. ამ პანელში საქართველოს, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ინდონეზიის და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში სამოქალაქო სექტორის წვლილზე ისეთ საკითხებში, როგორიცაა ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, გადაწყვეტილებების მიღებაში მოქალაქეთა ჩართულობა, კორუფციის შემცირება, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების არსებობა, კანონის უზენაესობა და სხვა. 

 
სამოქალაქო საზოგადოების პანელის მოდერატორი გახლდათ ვინაი ბარგავა - ფონდ პარტნიორობა გამჭვირვალობისთვის მთავარი ტექნიკური მრჩეველი. დისკუსიაში მონაწილეობას იღებდნენ ბარტ იდესი - აზიის განვითარების ბანკის სოციალური განვითარების, მმართველობის და გენდერის განყოფილების დირექტორი და დენიელ კაუფმანი - ბუნებრივი რესურსების მართვის ინსტიტუტის პრეზიდენტი.


მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნურზათ აბდურასულოვა - სამოქალაქო ფონდის უნისონის დირექტორი (ყირგიზეთი), ჯორჯ ჩერიანი - CUTS International-ის დირექტორი (ინდოეთი), ვუგარ ბაირამოვი - ეკონომიკური და სოციალური განვითარების ცენტრის თავმჯდომარე (აზერბაიჯანი), ნანდა სიომბინგი - ღია მმართველობის სპეციალისტი - რეგიონული ინფორმაციისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელი (ინდონეზია).


გიორგი კლდიაშვილმა ისაუბრა „ღია მმართველობის პარტნიორობა საქართველოს“ ფორუმის შესახებ, ასევე ყურადღება გაამახვილა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა მოამზადეს და რომელზე დაყრდნობითაც შემუშავდა ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა, რა მიღწევები აქვს საქართველოს OGP-ში. აღინიშნა ასევე, საქართველოს ანტი-კორუფციული სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ერთი კვირის წინ და რომელიც მომზადებული იყო საქართველოს უწყებათაშორისი ანტი-კორუფციული საბჭოს მიერ არასამთავრობო სექტორის აქტიური ჩართულობით. მან დამსწრე საზოგადოებას განუმარტა, თუ როგორ მუშაობენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ინფორმაციის თავისუფლების და ხელმისაწვდომობის განვითარების მხარდაჭერისა და მონიტორინგის კუთხით, როგორ შედეგიანად თანამშრომლობს მთავრობა და სამოქალაქო სექტორი ღია მმართველობა საქართველოს ფორუმის ფარგლებში, დეტალურად განიხილა IDFI-ის საქმიანობა. აღინიშნა ასევე სამოქალაქო სექტორისა და მთავრობის წარმატებულ თანამშრომლობის მაგალითები სოციალური და ეკონომიკური განვითარების სტრატეგია-საქართველო 2020-ის იმპლემენტაციის პროცესში.


გიორგი კლდიაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, კერძოდ პროკურატურის რეფორმას, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმას, სასამართლო რეფორმას, რომელთა განხორციელებაში დიდია სამოქალაქო სექტორის წვლილი.


გამოსვლაში გიორგი კლდიაშვილმა აღინიშნა იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც არსებობს საქართველოში მოსახლების ჩართულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განსაკუთრებით, ღია მმართველობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით რეგიონულ დონეზე.


შეხვედრის ორგანიზატორებმა იმედი გამოთქვეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავაც გააგრძელებენ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას უკეთესი შედეგების მისაღწევად.


გიორგი კლდიაშვილი 4 მაისს წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართული მეხუთე ახალგაზრდული ფინალური დებატების ჟიურის წევრიც იყო, რომელშიც გამარჯვება წელს ყაზახეთმა მოიპოვა.


სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024