IDFI-მ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქართველოს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის - ქალბატონ ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა

სიახლეები | განცხადებები 9 თებერვალი 2015

9 თებერვალს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლის, ნათია წკეპლაძის კანდიდატურა შესთავაზა.


ქალბატონი ნათია წკეპლაძე 1999-2005 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე, 2004 წლამდე ამავე სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის თავმჯდომარე. 2005 წლიდან ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის წევრი. მას მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, ეწევა საგანმანათლებლო და აკადემიურ საქმიანობას უმაღლეს სასწავლებლებში, არის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მოწვეული ექსპერტი ადმინისტრაციული სამართლის დარგში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და კვლევის ავტორი და თანაავტორი.


ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის უმწიკვლო რეპუტაციის ადამიანი და მოსამართლე. ის ყოველთვის გამოირჩევა მიუკერძოებლობითა და მაღალი პროფესიონალიზმით თავის საქმიანობაში, რის გამოც სარგებლობს დიდი ავტორიტეტითა და პატივისცემით მოსამართლეთა კორპუსში, აკადემიურ წრეებში, სამოქალაქო საზოგადოებაში. მისი სასამართლო გადაწყვეტილებები ხშირ შემთხვევაში გამხდარა მნიშვნელოვანი პრეცედენტის შემქმნელი სხვადასხვა პრობლემური სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტისას. ქალბატონი ნათია წკეპლაძის ხედვები საჯარო სამსახურში პროფესიული ეთიკის სტანდარტების შესახებ ხშირად გამხდარა სამაგალითო საჯარო სექტორისთვის.


ქალბატონი ნათია წკეპლაძე არის სამართლის დარგში მაღალი დონის პროფესიონალი, პრინციპული ადამიანი და დამოუკიდებელი თავის გადაწყვეტილებებში. მას აქვს ძლიერი ორგანიზაციული უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის.


IDFI მიიჩნევს, რომ ქალბატონი ნათია წკეპლაძის კვალიფიკაცია, პროფესიული გამოცდილება, რეპუტაცია და პიროვნული თვისებები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

31 მაისის პოლიტიკური ვანდალიზმი თბილისში: IDFI-ს შეფასება მოკლედ

03.06.2024

გორში შვედეთის საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

30.05.2024

ვენეციის კომისიის დასკვნა რუსულ კანონზე: მოკლე მიმოხილვა

27.05.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024
განცხადებები

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024

რუსული კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

16.05.2024

"რუსული კანონის" დასაცავად ხელისუფლება მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალადობას აგრძელებს

16.05.2024

რუსულ კანონი უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

12.05.2024
ბლოგპოსტები

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024