რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები 2009-2015

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 21 იანვარი 2016

2015 წლის 18 მაისს IDFI-იმ გამოაქვეყნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2015 წლის იანვარი-მარტის პერიოდში აფხაზეთის მიმართულებაზე ოკუპაციის ხაზის დარღვევისათვის დაკავებული იყო 116, ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებაზე - 23 საქართველოს მოქალაქე. 2015 წლის მიწურულს მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვლავ გახშირდა რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები (მაგ.:29.12.2015 - სოფელ ნაბაკევში საოკუპაციო ხაზთან დაკავებულია 20-მდე ქართველი, 04.12.2015 - გორის რაიონში დავით კუდუხაშვილი საკუთარ ბაღში დააკავეს, 25.11.2015 - გატაცება სოფელ ახალუბნიდან - რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს, 19.11.2015 - გორის რაიონის სოფელ ქერედან მამა-შვილი გაიტაცეს, 18.11.2015 - რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კნოლევში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, 17.10.2015 - ქარელის რაიონიდან რამდენიმე საათის წინ ორი ახალგაზრდა გაიტაცეს).

შესაბამისად, 2016 წლის 6 იანვარს IDFI-იმ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოითხოვა 2015 წლის სრული მონაცემები. სამინისტრომ ინსტიტუტის განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაამისამართა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან IDFI-ის დაუყოვნებლივ ეცნობა პასუხი და მოწოდებული იქნა მოთხოვნილი მონაცემები, რომლის მიხედვითაც 2015 წელს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულია 341 საქართველოს მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით - 162 საქართველოს მოქალაქე (შესაბამისად, 2015 წლის აპრილის შემდგომ, 9 თვის განმავლობაში, აფხაზეთის მიმართულებაზე დაკავებული იქნა 225 პირი, ხოლო ცხინვალის მიმართულებაზე - 139 პირი).

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოწოდებული 2015 წლის მონაცემების გათვალისწინებით, 2009-2015 წლებში საოკუპაციო ჯარის მიერ ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის ბრალდებით სულ დაკავებულია 2 481 საქართველოს მოქალაქე, რომელთაგან 1 641 პირი დაკავებულია აფხაზეთის, ხოლო 840 პირი კი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლის გადაკვეთისათვის.

სტატისტიკიდან ასევე ჩანს, რომ 2013 წლიდან მნიშვნელოვნად გაზრდილია რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის დარღვევისათვის საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევები. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით აღნიშნული შემთხვევები თითქმის გაორმაგდა და საოკუპაციო ჯარების მიერ ჯამში დაკავებული იქნა 553 პირი, 2014 წელს - 512 პირი, ხოლო 2015 წელს - 503 პირი.

 

2009-2015 წლების განმავლობაში აფხაზეთის მიმართულებით საზღვრის გადაკვეთის გამო დაახლოებით ორჯერ მეტი პირი იქნა დაკავებული, ვიდრე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. აფხაზეთის ე.წ. „საზღვრის უკანონო“ გადაკვეთის გამო დაკავებული პირების რეკორდულ რაოდენობას 2013 წელს მიაღწია, როდესაც დაკავებული იქნა 411 საქართველოს მოქალაქე.

 

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აფხაზეთის მიმართულებისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების შემთხვევები ყოველწლიურად მატულობს და უკანონოდ დაკავებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა (162 პირი) სწორედ 2015 წელს დაფიქსირდა.

 

 

ზემოთ წარმოდგენილი ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარების მიერ ინტენსიურად გრძელდება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. ადმინისტრციულ საზღრებთან საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავება როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონში. ამავე დროს, ცხინვალის მიმართულებით ე.წ. სასაზღვრო ზოლის ინფრასტრუქტურული გამართვისა და გაფართოების პარალელურად შეიმჩნევა დაკავებულთა რაოდენობის მატებაც.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024