ღია მმართველობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 30 აპრილი 2014

29 აპრილს იუსტიციის სამინისტროში გაიმართა ღია მმართველობის პარტნიორობის ფორუმის მეხუთე შეხვედრა. ფორუმის მიზანი იყო ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმის პირველადი ვარიანტის განხილვა, რომელიც 30 აპრილს უნდა წარედგინოს ღია მმართველობის პარტნიორობის მმართველ კომიტეტს (Steering Committee), ხოლო დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი უნდა დამტკიცდეს 15 ივნისს. შეხვედრამ, რომელსაც ესწრებოდნენ საჯარო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, მიმოიხილა ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში აღებული ვალდებულებების რელევანტურობა OGP-ის მიზნებთან და გამოწვევებთან; შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ანგარიშვალდებულ საჯარო უწყებებს გააცნეს საკუთარი რეკომენდაციები.

შეხვედრის დასაწყისში ფორუმის თანა-თავმჯდომარემ, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან მიხელიძემ ისაუბრა 8-9 მაისს დუბლინში დაგეგმილ OGP-ის რეგიონული შეხვედრის შესახებ, სადაც წევრი სახელმწიფოები წარადგენენ პირველად სამოქმედო გეგმას. საქართველოდან სამიტს დაესწრებიან იუსტიციის სამინისტროსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

რუსუდან მიხელიძე ასევე შეეხო OGP Award-ის თემას. როგორც ცნობილია, ეს ჯილდო მიეკუთვნება OGP-ის მიზნების შესატყვის ინოვაციურ პროექტს. „ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო“-ს წარმომადგენელმა ვაკო ნაცვლიშვილმა წამოაყენა იდეა, რომ OGP Award-ზე წარდგენილი იქნეს საქართველოს პარლამენტსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის 2013 წლის დეკემბერში დადებული მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანოებს შორის ურთიერთობის კონცეფციის შექმნას.

ფორუმის წევრებმა ასევე ისაუბრეს OGP-ის ე.წ. Steering Committee-ს (მმართველი კომიტეტის) არჩევნებისა და მასში საქართველოს შანსების შესახებ. როგორც ფორუმის მონაწილეებმა აღნიშნეს, წელს პირველად მოხდება მმართელი კომიტეტის არჩევნების გზით დაკომპლექტება და ღია მმართველობის კუთხით საქართველოს მიერ ნაჩვენები პროგრესის გათვალისწინებით, ქვეყანას დიდი შანსი აქვს, გახდეს კომიტეტის წევრი.

შეხვედრის მეორე ნაწილში ფორუმის მონაწილეებმა განიხილეს ღია მმართველობის 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში გაწერილი ვალდებულებები. ვალდებულებები OGP-ის ოთხ გამოწვევას პასუხობს: საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდა, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა და უსაფრთხო გარემოს შექმნა.

 

მონაწილეებმა სათითაოდ განიხილეს აღებული ვალდებულებები, მათი რელევანტურობა ღია მმართველობის მიზნებთან და გამოწვევებთან. შედეგად, მოხდა რამდენიმე აქტივობის ამოღება სიიდან, რამდენიმე მათგანმა გადაინაცვლა სხვა კატეგორიაში. სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია ჯერ ეროვნულ, შემდეგში კი საერთაშორისო დონეზე განიხილება, რასაც მოჰყვება შენიშვნები და რეკომენდაციები გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. ფორუმზე ასევე განიხილეს აღებული ვალდებულებების რისკების განსაზღვრის კრიტერიუმები, იმსჯელეს რა შეიძლება იყოს ამა თუ იმ ვალდებულების წარმატების ინდიკატორი.

შეხვედრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილე საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებს წარუდგინეს რეკომენდაციები, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი რეკომენდაცია ეხება პარლამენტის მიერ მოქალაქეთა პეტიციების დანერგვას. ორგანიზაციებმა ეს პოზიცია რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითის მოყვანით გაამყარეს. მეორე რეკომენდაცია ეხება მოქალაქის საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვის უზრუნველოფას, ამისთვის, კი სასურველია, ყველა მსურველს მიეცეს საშუალება, გააკეთოს კომენტარი პარლამენტში კანონპროექტის სახით ინიცირებულ დოკუმენტზე. მესამე რეკომენდაციის მიხედვით, უნდა მოხდეს შსს სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს დანაშაულის კრიმინოგენული რუკისა და საგზაო უსაფრთხოებისა და ინციდენტების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობას. ბოლო რეკომენდაცია კი ეხება მიყურადების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესებასა და პროაქტიულ გამჭვირვალობას, რადგან საქართველოში უკანონო მიყურადების პრაქტიკა დღემდე ერთ-ერთ აქტუალურ საკითხად რჩება.

ფორუმის 15 ივნისამდე ინტენსიურად განაგრძობს შეხვედრასა და აღებული ვალდებულებების განხილვას მათუ გაიმჯობესების მიზნით, რათა საერთაშორისო მასშტაბით მაქსიმალურად დახვეწილი სამოქმედო გეგმა წარადგინოს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024