ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 4 მარტი 2011

28 თებერვალს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" საზოგადოებას წარუდგინა ახალი პუბლიკაცია „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში"     .  
ნაშრომი გამოიცა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მიერ (IDFI)  პროექტის -"საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების მონიტორინგი"- ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანია კვლევითი საქმიანობებითა და ქართული სამთავრობო ვებ-რესურსების ანალიზით, საქართველოში ტრანსპარენტული ვებ-სივრცის განვითარების მხარდაჭერა.


 

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საქართველოს სამინისტროების და სამინისტროებთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების (48 ოფიციალური ვებ-გვერდის) საინფორმაციო გამჭვირვალობის დეტალური მონიტორინგი.
პუბლიკაციაში  „ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში" გაანალიზებულია საჯარო დაწესებულებების ვებ გვერდების ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხი, კერძოდ, თუ რამდენად გამჭვირვალე და სრულყოფილია მთავრობის ვებ გვერდებზე განთავსებული საჯარო ინფორმაცია.  საუბარია ასევე ელექტრონული მმართველობის და ელექტრონული გამჭვირვალობის განვითარების ტენდენციებზე საქართველოში და მსოფლიოში.  წარმოდგენილია, ასევე საჯარო დაწესებულებების რეიტინგი ელექტრონული გამჭვირვალობის ხარისხის მიხედვით.


"კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ სახელმწიფო დაწესებულებები არ იყენებენ ინტერნეტს, როგორც მოქალაქეებთან, მედიასთნ და ბიზნეს სექტორთან ინტერაქტიული ურთიერთობის ეფექტურ საშუალებას. ელექტრონული მმართველობის საერთაშორისო ტენდენციების მიხედვით ელ-ჩართულობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპია თანამედროვე საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საჯარო საწესებულებები იშვიათი გამონაკლისის გარდა მაგ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ საკუთარი ვებ-გვერდების საჯარო მმართველობის ახალი ფორმების დანერგვას"- აღნიშნა პროექტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ლევან ავალიშვილმა.


წიგნის "ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში" გამოცემა ღია საზოგადოების ინსტიტუტმა (Open Society Institute) და ეროვნული უსაფრთხოების არქივმა (The National Security Archive) დააფინანსეს.


არსებული ნაშრომის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა ვებ პორტალის OPENDATA.GE-ს შექმნა და ამოქმედება. ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა მეორე გამოცემაც, ბიულეტენში დეტალურად არის გაანალიზებული პროექტის 6 თვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული შედეგები და ჩამოყალიბებული პრაქტიკა. მოცემულია სტატისტიკური მონაცემები თუ რომელია ყველაზე გამჭვირვალე და ყველაზე დახურული ადმინისტრაციული ორგანო და რომელმა ორგანოებმა დატოვეს სრულიად უპასუხოდ IDFI-ის მოთხოვნები.


კვლევა პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა“ ფარგლებში განხორციელდა ფონდის „ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ბმულები:

საინფორმაციო ბიულეტენი

ელექტრონული გამჭვირვალობა საქართველოში

 1.ელ-მმართველობა და ელ-გამჭვირვალობა - საერთაშორისო ტენდენციები და საქართველო

2.საქართველოში ელ-მმართველობასა და ელ-გამჭვირვალობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზის მოკლე მიმოხილვა

3.საქართველოს საჯარო დაწესებულებების საინფორმაციო რესურსების (ოფიციალური ვებ-გვერდების) მონიტორინგი - სამიზნე ობიექტები

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ლიზიკო აბზიანიძის მოგონებები

12.07.2024

ამერიკული სამხედრო დახმარება - რატომ, რისთვის და რამდენით აფინანსებს აშშ საქართველოს

11.07.2024

GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიშის მიმოხილვა: გამოვლენილი გამოწვევები და საქართველოსთვის გაცემული რეკომენდაციები

11.07.2024

ონლაინ ტრენინგი საჯარო მონაცემების მოპოვებისა და შეგროვების საკითხებზე

10.07.2024
განცხადებები

მთავრობის კურსი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას იწვევს

04.07.2024

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მოქალაქეებზე ხელისუფლების მიერ მართულ ძალადობას გმობენ

13.06.2024

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება ღია მმართველობა საქართველოს (OGP) საბჭოს დატოვების შესახებ

11.06.2024

ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას რუსული კანონის წინააღმდეგ

30.05.2024
ბლოგპოსტები

პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის გლობალური ინდექსის შედეგები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში

04.07.2024

შეთქმულების თეორიები პოსტსაბჭოთა სივრცესა და საქართველოში - ინტერვიუ ილია იაბლოკოვთან

05.06.2024

Აშშ-ს Სანქციების საფრთხე და საქართველოს ეკონომიკა

27.05.2024

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024