Covid-19 და კონსტიტუციური კონტროლი: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობის შეფასება

სიახლეები | კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება | აქტუალური თემები | სტატია 20 ნოემბერი 2020

2020 წლის 9 ნოემბრიდან, საქართველოს 7 ძირითად ქალაქში კომენდანტის საათი ამოქმედდა. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ მკაცრი პოლიტიკურ-სამართლებრივი კრიტიკა დაიმსახურა. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ მიმოსვლის თავისუფლების მასშტაბური აკრძალვა არაკონსტიტუციურ შეზღუდვად შეფასდა. დაანონსდა კონსტიტუციური სარჩელების შეტანა, იმავდროულად პარლამენტის თავჯდომარემ დაჯარიმებულ პირებს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობა შეახსენა.

 

პანდემიასთან დაკავშირებულ შეზღუდვებზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე არის შეტანილი 15 სარჩელი. სასამართლოს არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში სასამართლოს რეაგირება პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე არის მინიმალური და სიმბოლური.

 

პირველი 2 თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტურობით განიხილავდა პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებს. პირველი სარჩელის რეგისტრაციიდან, მომდევნო 50 დღის განმავლობაში სასამართლომ 8 სარჩელი განიხილა განმწესრიგებლის სხდომის, ხოლო 2 არსებითი განხილვის ფორმატში. შედეგად, საზოგადოებაში დამკვიდრდა მოლოდინი, რომ პანდემიასთან დაკავშირებულ საქმეებზე კონსტიტუციური კონტროლი იქნებოდა ეფექტური და დროულად მიიღებოდა შესაბამისი გადაწყვეტილებებიც. ეს მოლოდინი არ გამართლდა.

 

ვითარება რადიკალურად შეიცვალა ივნისის შემდგომ.  ბოლო 6 თვის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს პანდემიასთან დაკავშირებული არც ახალ და არც  მანამდე შემოტანილ სარჩელები არ განუხილავს არსებითად და არც გადაწყვეტილება მიუღია.

 

 

ანალიზის შედეგად, გამოვლინდა, რომ Covid-19-თან დაკავშირებული მიმდინარე სარჩელების 95% საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე და პირველ კოლეგიაზეა განაწილებული. კანონმდებლობის თანახმად, კოლეგიის/პლენუმის თავჯდომარის სურვილის გარეშე ვერ ჩატარდება საქმის განხილვის სხდომა და ვერც აქტის მისაღებად აუცილებელი კენჭისყრა შედგება. (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის მე-17 და 36-ე მუხლები). ნიშანდობლივია, რომ საქმის განხილვის დინამიკის რადიკალური ვარდნა ემთხვევა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის და პირველი კოლეგიის თავჯდომარის შეცვლას.

 

პანდემიისას ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს კრიტიკულად ამცირებს პირველი კოლეგიის არაეფექტურობა. სახელდობრ, ამ კოლეგიაზე განაწილდა პანდემიისას მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული ყველა სარჩელი. მათ შორის პრინციპული სარჩელები სადაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 453 მუხლის კონსტიტუციურობაა ეჭვქვეშ დაყენებული.   მას შემდეგ რაც პირველი კოლეგიის თავჯდომარის თანამდებობა ახლადარჩეულმა მოსამართლემ - ვასილ როინიშვილმა დაიკავა აღნიშნულ საქმეებზე კოლეგიის რეაგირების მაჩვენებელი  ნულამდე დაეცა და ნოემბრამდე ასე გაგრძელდა.

 

19 ნოემბერს გამოქვეყნდა პირველი კოლეგიის 3 შინაარსობრივად მსგავსი საოქმო ჩანაწერი. სარჩელებზე რეაგირების საშუალო დრო იყო 130 დღე. თავჯდომარის შეცვლამდე, პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელებზე ეს მაჩვენებელი 10 დღეს შეადგენდა. ნიშანდობლივია, მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული პრინციპული მნიშვნელობის სადავო ნორმა, პირველ კოლეგის ჯერ კიდევ 5 ივნისს აქვს არსებითად განსახილველად მიღებული.  სხვაგვარად, კოლეგიას შეეძლო გადაწყვიტა მოქმედ შეზღუდვებთან დაკავშირებული ძირითადი სამართლებრივი პრობლემა და დაედგინა შესაბამისი კონსტიტუციური სტანდარტები.  თუმცა პირველ კოლეგიას ეს საქმე ამ დრომდე არ გადაუწყვეტია.

 

 

ამგვარი დამთხვევა ტოვებს განცდას, რომ სასამართლო განზრახ არიდებს თავს პანდემიასთან დაკავშირებულ სარჩელების ეფექტურ/დროულად განხილვას და ელოდება პრინციპული სადავო ნორმის ძალადაკარგულად გამოცხადებას (2021 წლის პირველ იანვარს).  ნებისმიერ, შემთხვევაში აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაკარგა Covid-19-თან დაკავშირებით დასმულ კონსტიტუციურობის პრობლემებზე დროული და ეფექტური რეაგირების სურვილი ან/და შესაძლებლობა.

 

შეჯამებისთვის,  საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა ეფექტურად გაეცა პასუხის პანდემიისას ადამიანის ძირითადი უფლებების შესაძლო არაკონსტიტუციურ შეზღუდვაზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა. მეტიც, მონაცემები მიუთითებს, რომ პირველი კოლეგია არ მიიღებს გადაწყვეტილებას სანამ პანდემიის მართვის პრობლემური სამართლებრივი მოდელი მოქმედებაში იქნება. იმავდროულად, მაშინ როდესაც სახელმწიფოში აქტიურდება დისკუსია მეორე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, საკონსტიტუციო სასამართლოს ჯერ კიდევ არ მიუღიათ გადაწყვეტილებები პირველი საგანგებო მდგომარეობის დროს შეტანილ სარჩელებზე.

 

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლომ, განსაკუთრებით პირველმა კოლეგიამ,  დროულად გადაწყვიტოს Covid-19-თან დაკავშირებული საქმეები. ამ საქმეების დროში გაწელვა აზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს. დაგვიანებული გადაწყვეტილებები პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის შესაძლოდ არაკონსტიტუციურად შეზღუდული უფლებების აღდგენას.  

 

 

მასალა მომზადდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ევროკავშირის (EU) მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია IDFI და იგი შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024