საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 26 იანვარი 2017

ავტორი: ნატალია ვარაზი

 

2017 წლის 16 იანვარს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის #9/3 ბრძანებით დამტკიცდა ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს ახალი შემადგენლობა. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, საბჭოს ახალ შემადგენლობაში შევიდნენ: ირინა ფრუიძე (საბჭოს თავმჯდომარე), ფრაქცია „ქართული ოცნება“; ირაკლი კობახიძე, ფრაქცია „ქართული ოცნება“; თამარ ჩუგოშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გიორგი კახიანი, ფრაქცია „ქართული ოცნება“; კახაბერ კუჭავა, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გუგული მაღრაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება“; გიორგი ტუღუში, ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“; ოთარ კახიძე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“; და ემზარ კვიციანი, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“.

 

ამასთან, 2017 წლის 2 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის N 63/3 ბრძანებით „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 16 იანვრის N 9/3 ბრძანებაში შევიდა ცვლილება და საბჭოს ახალ შემადგენლობას დაემატა თინათინ ბოკუჩავა, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

 

ამავე წლის 27 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის N 147/3 ბრძანებით „ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს“ შემადგენლობას დაემატა ეკა ბესელია, ფრაქცია „ქართული ოცნება“.

 

თავდაპირველად, ღია და გამჭვირვალე საპარლამენტო საბჭო 2015 წლის 30 დეკემბერს შეიქმნა. აღნიშნული საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით (2015-2016) გათვალისწინებულ ვალდებულებას წარმოადგენდა და ის „ინფორმაციია თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) ინიციატივის შედეგად განხორციელდა.


საპარლამენტო საბჭოს შექმნის სამართლებრივი საფუძველი გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 2015 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით - 76 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - მიიღო ცვლილებები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. კერძოდ, აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 107-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ემატება ,,უ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო გამჭვირვალობის, სისტემური და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ქმნის ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოს.


საპარლამენტო საბჭოს შემადგენლობა, მისი არჩევის წესი და დებულება მტკიცდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, მუხლი 2831) და მისი საქმიანობის ძირითადი მიზანია საპარლამენტო გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი.


პარლამენტის რეგლამენტის 2831 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საბჭო შედგება ფრაქციების თითო წარმომადგენლისგან და იმ პარლამენტის წევრებისგან, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში. საბჭოს წევრობის კანდიდატს ფრაქციის თავმჯდომარე წერილობით წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს, ხოლო ის პარლამენტის წევრები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში, საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტის თავმჯდომარეს წერილობით, ურთიერთშეთანხმებით წარუდგენენ. ამასთან, საბჭოს შემადგენლობაში შესაძლებელია კვოტების დათმობა უმრავლესობაში და უმცირესობაში გაერთიანებულ ფრაქციათა შორის.


ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს შექმნის ინიციატივა ეკუთვნის „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს“ (IDFI), რომელიც ამჟამად ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტს „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში“ ახორციელებს.


2015-2016 წლების საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საპარლამენტო საბჭოსთან შეიქმნა აგრეთვე საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. საკონსულტაციო ჯგუფის მიზანია, მხარი დაუჭიროს საპარლამენტო საბჭოს დასახული მიზნების განხორციელებაში. მასში გაერთიანებულები არიან „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმა, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ევროპის საბჭო, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ჯამპსტარტ ჯორჯია.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024