სიახლეები

12 სექტემბერი 2016 image

საქართველო ინოვაციების გლობალურ ინდექსში

2016 წლის მონაცემებით, ქვეყანამ ინოვაციების გლობალურ ინდექსში 33.9 ქულა აიღო (100 ქულიდან), რითაც უმნიშვნელოდ გაზარდა წინა წლის მაჩვენებელი (33.8 ქულა). 2015 წელთან შედარებით საქართველო 9 პოზიციით დაწინაურდა და დღეს 128 ქვეყნიდან 64-ე ადგილზეა. ამ მხრივ ქვეყნის მთავარი მიღწევებია ინსტიტუციური მოწყობა და მარეგულირებელი პოლიტიკა. თუმცა, მთავარ სისუსტეებად რჩება ხელისუფლების და კერძო სექტორის მიერ განათლებისა და კვლევითი მიმართულებების მხარდაჭერის ნაკლებობა და ბიზნესის მიერ ინოვაციების შეზღუდული გამოყენება.



9 სექტემბერი 2016 image

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას

18-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელი მოაწერა გამჭვირვალობის დეკლარაციას, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მათგანმა პასუხისმგებლობა აიღო, პერიოდულად, როგორც საკუთარ ვებგვერდებზე, ასევე საერთო ონლაინ პლატფორმებზე, გამოაქვეყნოს ინფორმაცია დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობების, განხორციელების ვადების, დონორების და დაფინანსების რაოდენობის შესახებ.

8 სექტემბერი 2016 image

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“– GPB-ს გადაწყვეტილება ეგზიტპოლზე მიუღებელია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კერძო ტელეკომპანიებთან “იმედი”, „მაესტრო“ და GDS ერთად საარჩევნო ეგზიტპოლის ჩატარების გადაწყვეტილებას, რომელიც სამეურვეო საბჭომ მიიღო. კოალიცია მოუწოდებს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება და მაუწყებლის ყველა რესურსი მიმართოს მიმდინარე პროცესების სრულყოფილად, დროულად და მიუკერძოებლად გასაშუქებლად.

 

5 სექტემბერი 2016 image

საქართველო გაეროს ელექტრონული მმართველობის კვლევაში - შედეგების მიმოხილვა და რეკომენდაციები

2016 წლის გაეროს კვლევამ ელექტრონული მმართველობის განვითარების ბოლო ორი წლის შედეგები შეაჯამა. საქართველოს შედეგები ცხადყოფს, რომ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში გარდამტეხი ცვლილებები არ მომხდარა. უფრო მეტიც, რეგრესი დაფიქსირდა ელექტრონული ჩართულობის სისტემების შეფასებებში. გლობალურ რეიტინგში ქვეყნის პოზიციები კიდევ უფრო გაუარესებულია, რაც იმას მიანიშნებს, რომ საქართველოში ელექტრონული მმართველობის მხრივ ბოლო ორი წელიწადი არსებით რეფორმებს ადგილი არ ქონია. შედეგად, იგი ჩამორჩა განვითარების როგორც მსოფლიო, ისე რეგიონულ ტენდენციებს.

5 სექტემბერი 2016 image

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის

20-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად.

1 სექტემბერი 2016 image

კრემლის საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ: პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის აუცილებლობა

პოლიტიკის დოკუმენტი მიმოიხილავს საქართველოში კრემლის პროპაგანდის მახასიათებლებს, ძირითად გზავნილებს და მათ გავლენას ქართულ საზოგადოებაზე, კრემლის პროპაგანდის გამავრცელებლებს ქვეყანაში, პროპაგანდის შედეგებს და ამ პრობლემის მიმართ საქართველოს ხელისუფლების არსებულ მიდგომას. იგი წარმოაჩენს იმ რისკებს და გამოწვევებს რომლებიც თან სდევს კრემლის საინფორმაციო ომს და რომლის წინააღმდეგაც საჭიროა პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და გატარება. დოკუმენტში მოცემულია რეკომენდაციები, თუ რა ღონისძიებებით შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, დაუპირისპირდეს კრემლის საინფორმაციო ომს.

31 აგვისტო 2016 image

IDFI ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად დაკმაყოფილდა IDFI-ის სარჩელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინააღმდეგ. IDFI-ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ეკონომიკის სამინისტროს მიერ ქმედების განხორცილებას საჯარო ინფორმაციის გაცემის სახით. კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვდა ინფორმაციას სამინისტროს მიერ გაწეული სხვადასხვა ადმინისტრაციული ხარჯის შესახებ (პრემიები, დანამატები, სამივლინებო ხარჯები, გამარტივებული შესყიდვები, როუმინგული ხარჯები და სხვა).

23 აგვისტო 2016 image

დიდი ტერორის სტატისტიკა საქართველოში - 1937-1938 წლები

23 აგვისტო - ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. სპეციალურად ამ დღისთვის IDFI აქვეყნებს ინფოგრაფიკას სახელწოდებით "დიდი ტეროტის სტატისტიკა საქართველოში 1937-1938 წლებში."

1 აგვისტო 2016 image

როგორ დავიცვათ ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის?

შესაძლებელია თუ არა პოლიტიკური პარტიის საქმიანობის შეზღუდვა ისე, რომ სახელმწიფოს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევისთვის? ამ კითხვაზე პასუხი მოცემულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შემდეგ ორ პრეცედენტულ გადაწყვეტილებაში. 

1 აგვისტო 2016 image

ივლისის თვის საინფორმაციო ბიულეტინი

IDFI-ს ახალ საინფორმაციო ბიულეტენში თავმოყრილი და შეჯამებულია ორგანიზაციის მიერ ივლისის თვეში განხორციელებული აქტივობები პროექტების მიხედვით.

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
26 ივლისი 2020

2010-01-01 2010-01-31 2010-02-01 2010-02-28 2010-03-01 2010-03-31 2010-04-01 2010-04-30 2010-05-01 2010-05-31 2010-06-01 2010-06-30 2010-07-01 2010-07-31 2010-08-01 2010-08-31 2010-09-01 2010-09-30 2010-10-01 2010-10-31 2010-11-01 2010-11-30 2010-12-01 2010-12-31 2011-01-01 2011-01-31 2011-02-01 2011-02-28 2011-03-01 2011-03-31 2011-04-01 2011-04-30 2011-05-01 2011-05-31 2011-06-01 2011-06-30 2011-07-01 2011-07-31 2011-08-01 2011-08-31 2011-09-01 2011-09-30 2011-10-01 2011-10-31 2011-11-01 2011-11-30 2011-12-01 2011-12-31 2012-01-01 2012-01-31 2012-02-01 2012-02-29 2012-03-01 2012-03-31 2012-04-01 2012-04-30 2012-05-01 2012-05-31 2012-06-01 2012-06-30 2012-07-01 2012-07-31 2012-08-01 2012-08-31 2012-09-01 2012-09-30 2012-10-01 2012-10-31 2012-11-01 2012-11-30 2012-12-01 2012-12-31 2013-01-01 2013-01-31 2013-02-01 2013-02-28 2013-03-01 2013-03-31 2013-04-01 2013-04-30 2013-05-01 2013-05-31 2013-06-01 2013-06-30 2013-07-01 2013-07-31 2013-08-01 2013-08-31 2013-09-01 2013-09-30 2013-10-01 2013-10-31 2013-11-01 2013-11-30 2013-12-01 2013-12-31 2014-01-01 2014-01-31 2014-02-01 2014-02-28 2014-03-01 2014-03-31 2014-04-01 2014-04-30 2014-05-01 2014-05-31 2014-06-01 2014-06-30 2014-07-01 2014-07-31 2014-08-01 2014-08-31 2014-09-01 2014-09-30 2014-10-01 2014-10-31 2014-11-01 2014-11-30 2014-12-01 2014-12-31 2015-01-01 2015-01-31 2015-02-01 2015-02-28 2015-03-01 2015-03-31 2015-04-01 2015-04-30 2015-05-01 2015-05-31 2015-06-01 2015-06-30 2015-07-01 2015-07-31 2015-08-01 2015-08-31 2015-09-01 2015-09-30 2015-10-01 2015-10-31 2015-11-01 2015-11-30 2015-12-01 2015-12-31 2016-01-01 2016-01-31 2016-02-01 2016-02-29 2016-03-01 2016-03-31 2016-04-01 2016-04-30 2016-05-01 2016-05-31 2016-06-01 2016-06-30 2016-07-01 2016-07-31 2016-08-01 2016-08-31 2016-09-01 2016-09-30 2016-10-01 2016-10-31 2016-11-01 2016-11-30 2016-12-01 2016-12-31 2017-01-01 2017-01-31 2017-02-01 2017-02-28 2017-03-01 2017-03-31 2017-04-01 2017-04-30 2017-05-01 2017-05-31 2017-06-01 2017-06-30 2017-07-01 2017-07-31 2017-08-01 2017-08-31 2017-09-01 2017-09-30 2017-10-01 2017-10-31 2017-11-01 2017-11-30 2017-12-01 2017-12-31 2018-01-01 2018-01-31 2018-02-01 2018-02-28 2018-03-01 2018-03-31 2018-04-01 2018-04-30 2018-05-01 2018-05-31 2018-06-01 2018-06-30 2018-07-01 2018-07-31 2018-08-01 2018-08-31 2018-09-01 2018-09-30 2018-10-01 2018-10-31 2018-11-01 2018-11-30 2018-12-01 2018-12-31 2019-01-01 2019-01-31 2019-02-01 2019-02-28 2019-03-01 2019-03-31 2019-04-01 2019-04-30 2019-05-01 2019-05-31 2019-06-01 2019-06-30 2019-07-01 2019-07-31 2019-08-01 2019-08-31 2019-09-01 2019-09-30 2019-10-01 2019-10-31 2019-11-01 2019-11-30 2019-12-01 2019-12-31 2020-01-01 2020-01-31 2020-02-01 2020-02-29 2020-03-01 2020-03-31 2020-04-01 2020-04-30 2020-05-01 2020-05-31 2020-06-01 2020-06-30 2020-07-01 2020-07-31 2020-08-01 2020-08-31 2020-09-01 2020-09-30 2020-10-01 2020-10-31 2020-11-01 2020-11-30 2020-12-01 2020-12-31