23 ნოემბერს, ევროპის პარლამენტმა (ევროპარლამენტი) მიიღო რეზოლუცია, რომელიც ვრცლად განიხილავს ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას და მის წინააღმდეგ სათანადო ზომების გატარებისკენ მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს. რეზოლუცია სახელწოდებით „სტრატეგიული კომუნიკაცია ევროკავშირის წინააღმდეგ მესამე მხარეთა მიერ წარმოებული პროპაგანდისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ პროპაგანდის მთავარ წყაროდ ასახელებს რუსეთის ფედერაციასა და ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებებს.
14 ნოემბერს მსოფლიოში ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ 100-დან 25 ქულა აიღი და ინტენრეტ თავისულფების მხრივ შეფასდა, როგორც “თავისუფალი” ქვეყანა. ამის მიუხედავად, 2015 წელთან შედარებით, ქვეყნის ქულა ერთით შემცირდა.