დაბლოკილი ვებგვერდები საქართველოში: სამართლებრივი და პრაქტიკული ანალიზი

სიახლეები | კვლევები | კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები | ინტერნეტი და ინოვაციები | აქტუალური თემები | ანალიზი 14 ნოემბერი 2022

IDFI-მ 2022 წლის 12 სექტემბერს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისგან (შემდგომ - „კომუნიკაციების კომისია", ან „კომისია") საჯარო ინფორმაციის სახით გამოითხოვა 2017 წლიდან დღემდე ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის მიზნით კომისიის მიერ ინტერნეტ-პროვაიდერებისთვის გაგზავნილი ყველა მოთხოვნა. კვლევა ასახავს 2017 წლიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს.


ამ პერიოდში კომისიამ ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ 65 მიმართვა გაუგზავნა პროვაიდერებს. ჯამში მოთხოვნილ იქნა 480 ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა.


მხედველობაში თუ არ მივიღებთ ინტერნეტ გვერდებს, რომელთა გადამოწმებაც ვერ მოხერხდა, კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი არის 55%. ასეთმა მაჩვენებელმა და დაბლოკვისთვის თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება კომისიის მიერ აღნიშნული უფლებამოსილების აღსრულების ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. აღსანიშნავია ასევე, რომ კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის.


სისტემურ დონეზე არ იკვეთება, რომ კომისია ბოროტად იყენებს ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის პროცედურულ/მატერიალურ ხარვეზებს. მიუხედავად ამისა, სახეზეა არაერთი, ძირითადად, პროცესუალური მოუწესრიგებლობით გამოწვეული ხარვეზი, რომლებიც მიუთითებს რომ ვებგვერდთა დაბლოკვის მოქმედ მექანიზმს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია.

 

ძირითადი მიგნებები

 

- საქართველოში ვებგვერდის დაბლოკვის ტექნიკური აღმასრულებელია ინტერნეტ სერვისის მიმწოდებელი კომპანია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია პროვაიდერებს მიმართავს მომხმარებელთა და სხვა პირების (მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების) მიმართვების საფუძველზე.

 

- კომისია ფაქტობრივად არც ერთ შემთხვევაში არ არის ვებგვერდების დაბლოკვის თავდაპირველი ინიციატორი. მას გააჩნია მხოლოდ ერთგვარი შუამავლის ფუნქცია მიმმართავ სუბიექტებსა და პროვაიდერებს შორის.

 

- 2017 წლიდან 2022 წლის 26 სექტემბრის ჩათვლით კომისიამ ჯამში ვებგვერდების დაბლოკვის შესახებ 65 მიმართვა გაუგზავნა პროვაიდერებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ჯამში მოთხოვნილ იქნა 480 ინტერნეტ გვერდის დაბლოკვა.

 

- 2017 წელს კომისიას არც ერთი ვებგვერდის დაბლოკვა არ მოუთხოვია. ვებგვერდების დაბლოკვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2022 წელს (მხოლოდ პირველი 9 თვის განმავლობაში) გამოვლინდა.

 

- დაბლოკილი ვებგვერდების უმრავლესობა (77%) მოდის საავტორო უფლებების დამრღვევ პროდუქციაზე. საქართველოს კანონმდებლობის დამრღვევი სხვა პროდუქცია - 16.5%, პორნოგრაფია - 6.5%.

 

- ყველაზე ხშირად კომისიას მიმართავდნენ - სახელმწიფო ორგანოები (38%), შემდეგ - იურიდიული პირები (31%) და ფიზიკური პირები (20%).

 

- მოთხოვნილი ვებგვერდების დაბლოკვის რეალური მაჩვენებელი არის დაახლოებით 55%.

 

- გამოვლინდა დაბლოკვისთვის თავის არიდების სხვადასხვა ხერხები: მობილური აპლიკაციის შეთავაზება. აგრეთვე გამოიყენება სხვადასხვა პლატფორმები (მაგ. TELEGRAM) სხვა მისამართზე (დომენზე) განთავსებული იგივე ვებგვერდის თაობაზე ინფორმაციის გასავრცელებლად.

 

- დაბლოკილი ვებგვერდების მფლობელები ამა თუ იმ გზით, მაინც ახდენენ დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას. აღნიშნულს განსაკუთრებით მარტივად ახერხებენ, პოპულარული ვებგვერდები.

 

- დაბლოკვის დაბალმა მაჩვენებელმა და სხვადასხვა გზით თავის არიდების შემთხვევების რაოდენობამ შეიძლება საქართველოში ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

 

- ინტერნეტ გვერდების დაბლოკვის ნორმატიული მოწესრიგება არაერთ ხარვეზს შეიცავს, რომელსაც, თავის მხრივ, ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბოროტად გამოყენების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. კომისიის მიერ ამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სისტემური პრაქტიკა კვლევის ფარგლებში არ გამოვლენილა.

 

- ვებგვერდთა დაბლოკვის მექანიზმის გამოყენების თაობაზე ინფორმაციას არ აქვეყნებს არც კომუნიკაციების კომისია, არც ინერნეტ სერვის პროვაიდერები და არც სხვა სახელმწიფო ორგანოები.

 

/public/upload/00_studies/Geo_blocked_websites_in_georgia_legal_and_practical_analysis.pdf

 

_____

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

კორუფციასთან ბრძოლის სასერტიფიკატო პროგრამის გაზაფხულის სემესტრი დაიწყო

14.03.2023

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში 2022

10.03.2023

IDFI- მ საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება გამართა

01.03.2023

“დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კვლევა” - 2023 წლის გაზაფხულის სემესტრი იწყება

22.02.2023
განცხადებები

მედიის ადვოკატირების კოალიცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლისა და სხვა დარღვევებთან დაკავშირებით მიმართავს

13.03.2023

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრობის შეჩერების შესახებ

10.03.2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

09.03.2023

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი

21.02.2023
ბლოგპოსტები

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და უფლება სამართლიან სასამართლოზე

11.07.2022