IDFI-ის მიერ არქივებთან დაკავშირებით ჩატარებული აქტივობები 2013 წელს

არქივი 28 აპრილი 2014

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება სახელმწიფო არქივების ღიაობისა და დოკუმენტური მასალების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ინსტიტუტის მკვლევარები საარქივო და სხვა წყაროებზე დაყრდნობით აწყობენ გამოფენებს, აგროვებენ ფოტო და დოკუმენტურ მასალებს, იწერენ ზეპირ ისტორიებს, აქვეყნებენ კვლევებსა და პუბლიკაციებს. 

 

ამ საკითხებზე კვლევების ჩატარებისა და წარსული მემკვიდრეობის გააზრების საქმეში დიდი როლი ენიჭება სახელმწიფო არქივების ხელმისაწვდომობას მკვლევარებისა და ამ თემაზე მომუშავე ადამიანებისთვის. აქედან გამომდინარე,  IDFI-იმ 2013 წლის თებერვალში შუამდგომლობის თხოვნით  მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა გადახედილიყო საქართველოს მთავრობის დადგენილებით სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობა, მომსახურების წესი და ვადები და გაუქმებულიყო საარქივო დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასური.

 

ამის შემდგომ ინსტიტუტს ეროვნული არქივიდან ეცნობა, რომ იგეგმებოდა მთავრობის დადგენილებაში  მკვლევართა მომსახურებასთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება.  22 აპრილის   წერილის თანახმად ცვლილებებისა და დამატებების პროექტს სამინისტრო უახლოეს დღეებში მიიღებდა. კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი 2013 წლის 1 მაისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარუდგენდა მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის #506 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის პაკეტს, რომელშიც მათ შორის, გათვალისწინებული იქნებოდა დოკუმენტების ან მათი ციფრული ასლების მკვლევარებისთვის ეროვნული არქივის დარბაზში უფასოდ გაცემა.

 

გარდა ამისა, 2013 წელს გამჭვირვალე არქივების მიმართულებით IDFI ახორციელებდა პროექტს „ახალი სახელმწიფოს წარსული მემკვიდრეობა“, რომლის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს უახლოესი ისტორიის (1989-1991 წლები) მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენების ანალიზი.

 

ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, IDFI-იმ მოაწყო გამოფენა 1937-1938 წლების რეპრესიებიზე, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების ამსახველი უნიკალური დოკუმენტური და ფოტომასალა. ეს დოკუმენტები IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა დასაზოგადოება „საქართველოს მემორიალის“ ასევე,რეპრესირებულთა საოჯახო არქივებში მოიძია. ამავე თემაზე წლის ბოლოს, სტალინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ინსტიტუტმა გამართა სიმბოლური აქცია 1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანების გასახსენებლად.

 

უმნიშვნელოვანესი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტთან - პოლონელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეროვნული მეხსიერების კომისიასთან (IPN) თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. მემორანდუმით მხარეებმა ურთიერთანამშრომლობა შემდეგ საკითხებზე დააფიქსირეს: კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა სიის შექმნა, ბიბლიოგრაფიული შინაარსის ინფორმაციის გაცვლა, რეპრესიების მსხვერპლთა მასობრივი დახვრეტისა და დამარხვის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, საარქივო კვლევების განხორციელება ტოტალიტარიზმისა და სტალინიზმის შესახებ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024