საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, 2012-2013

სიახლეები | კვლევები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 12 სექტემბერი 2013
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველაზე ანგარიშვალდებულ და ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებებს ასახელებს. 
 
დაწესებულებების გამოვლენა ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერილი პროექტის „საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზა - www.opendata.ge“-ს ფარგლებში მოხდა. 
 
კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის ივლისიდან  2013 წლის ივნისის ჩათვლით. ეს კი იძლევა საშუალებას, რომ გავაანალიზოთ და შევადაროთ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და ტენდენციები  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში. 
 
2012-2013 წლებში პროექტის განხორციელებისას საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5625 განცხადება 224 საჯარო დაწესებულებაში.
კვლევის შედეგები მოიცავს პერიოდს 2012 წლის ივლისიდან  2013 წლის ივნისის ჩათვლით.  აღნიშნულ პერიოდში პროექტის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით სულ გაიგზავნა 5625 განცხადება 224 საჯარო დაწესებულებაში. გაგზავნილი მოთხოვნებიდან მიღებულია: 3830 სრულყოფილი პასუხი, 389 არასრულყოფილი პასუხი, 42 სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი, 576  უპასუხოდ არის დატოვებული, ხოლო 788 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებიან, რომ ინფორმაცია არ აქვთ.
 
კვლევაში წარმოდგენილია საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკა და ტენდენციები 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების შემდგომ.
 
პროექტის მსვლელობისას წარმოებული სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე წარმოდგენილია საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის რეიტინგი.
 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში, საინფორმაციო ბიულეტენი № 5, 2012-2013

 
/public/upload/pdf/Research/Geo-2013 angarishi opendata.pdf
 

საჯარო დაწესებულებების გამჭვირვალობის რეიტინგი

/public/upload/pdf/Research/opendata_rating_2013.pdf

 

 
 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი კიდევ 11 პოზიციით გაუარესდა, ქვეყანა 114-ე ადგილზეა.

02.05.2025
განცხადებები

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024