მითვისება-გაფლანგვა და სხვა ყველაზე ხშირი ფინანსური დანაშაულები საქართველოში

IDFI მედიაში 7 აპრილი 2014

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, რომელსაც "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს, 2014 წლის 1 იანვრიდან 6 მარტამდე პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით გამოვლენილია ისეთი ფინანსური დანაშაულები, როგორიცაა: ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (47 შემთხვევა), მითვისება ან გაფლანგვა (40 ფაქტი) და გადასახადებისთვის თავის არიდება (35 შემთხვევა).

 

ბოლო ათი წლის მანძილზე ყველაზე დიდი რაოდენობით (56 შემთხვევა) 2013 წელს გამოვლინდა ისეთი ფინანსური დანაშაული, როგორიცაა ქრთამის აღება. 2014 წლის პირველ ორ თვეში კი ქრთამის აღების 8 ფაქტია გამოვლენილი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2004 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 6 მარტამდე საგამოძიებო სამსახურის მიერ სულ გამოვლენილია ფინანსური ხასიათის დარღვევების 9815 შემთხვევა. ხსენებულ პერიოდში ყველაზე მეტი დანაშაული გამოვლენილია 2005 წელს - 1863 შემთხვევა, ხოლო ყველაზე ცოტა დარღვევა დაფიქსირდა 2008 წელს – 422 შემთხვევა.

 

2004-2014 წლებში გამოვლენილი ფინანსური სახის დანაშაულებს შორის ყველაზე დიდი ოდენობა (2155) გამოვლენილია მითვისება ან გაფლანგვის მუხლით. რიგით მეორე გამოვლენილ დანაშაულებს შორის არის გადასახადისათვის თავის არიდება- 1709.

 

 

იხილეთ ბმული

 

 

 
სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

მანიფესტანტების მასიური თვალთვალი და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის არასათანადო რეაგირება

15.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

საიამ, IDFI-მ და უფლებები საქართველომ ეუთოს ვენის მექანიზმს წერილობითი ინფორმაცია წარუდგინეს

10.04.2025
განცხადებები

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025

ჟურნალისტების უკანონოდ გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან

11.04.2025

არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს

08.04.2025

ვეხმიანებით დიდი ბრიტანეთის მიერ გავლენიან მოსამართლეთა დასანქცირებას მართლმსაჯულებით ვაჭრობისთვის

04.04.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024