2013-2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი ქართველი სამხედროები - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 26 ივნისი 2015

22 ივნისს IDFI-მ გამოაქვეყნა სტატისტიკა 2010-2015 წლებში ავღანეთში დაღუპული და დაჭრილი სამხედროების შესახებ. აღნიშნული სტატისტიკის ირგვლივ სხვადასხვა მედია გამოცემების ვებგვერდზე არა ერთი სტატია გამოქვეყნდა: Newposts.ge, Medianews.ge, Info9.ge, Georgianpress.ge, Interpressnews.ge, Cp.ge, Primetimenews.ge.


Newposts.ge-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ყველაზე დიდი დანაკარგი 2013 წელს განიცადა, რადგან დაიღუპა 10 ქართველი სამხედრო და დაიჭრა 137. 2014 წელს კი წინა წელთან შედარებით მსხვერპლი არ ყოფილა.


Medianews.ge წერს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობას 2009 წლის ნოემბრიდან იღებენ.


Info9.ge და Primetimenews.ge სტატებში IDFI-ისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე აღნიშნავენ, რომ 2013 წელს დაღუპული 10 სამხედრო მოსამსახურის ოჯახს იმავე წელს ჯამში გაეწიათ 1 075 677 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება. 2013 წელს დაღუპული ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს 2015 წელს დამატებით გაეწია 677 ლარის ოდენობის ფინანსური დახმარება.“


Georgianpress.ge წერს, რომ 2015 წელს ფინანსური დახმარება გაეწია 2013 წელს დაჭრილი 137 მოსამსახურიდან 25 სამხედროს სხეულის დაზიანების სიმძიმის გამო, რომელიც ჯამში შეადგენდა 260 187 ლარს. ასევე, 2015 წელს დამატებითი დახმარება გაეწია ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს 10 000 ლარის ოდენობით.


Interpressnews.ge-ს განმარტებით, სრული მონაცემები ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის მისიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მიერ გაწეული მსხვერპლის შესახებ, 2010-2015 წლის აპრილის თვემდე მოიცავს 29 დაღუპულ და 274 დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს.


სამოქალაქო პრესა-ს სტატიაში ვკითხულობთ, რომ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აგრეთვე 2014-2015 წლებში უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას დაღუპული და დაჭრილი ყოფილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეების და მათი ოჯახებისათვის გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნითაც მიმართა, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ინსტიტუტის აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024