სამუშაო შეხვედრა საქართველოში უკანონო ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის რეგულაციების შესახებ

სიახლეები | ინტერნეტი და ინოვაციები | პუბლიკაციები | სტატია 28 მარტი 2017

ავტორი: სოფიო გიორგაძე

 

27 მარტს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სამოქალაქო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიების მიზანი იყო საქართველოში ინტერნეტ შეზღუდვის სფეროში არსებული პრობლემების გამოვლენა და ონლაინ კონტენტის დაბლოკვის, გაფილტვრისა და მოხსნის შესახებ საზოგადოებაში საჯარო დისკუსიების წახალისება, ასევე დაინტერესებულ მხარეთა შორის დიალოგის ხელშეწყობა და სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციების გათვალისწინება შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებამდე.

 

შეხვედრას დაესწრნენ სამოქალაქო ორგანიზაციების შემდეგი წარმომადგენლები:


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TIG), ინტერნეტის განვითარების ინიციატივა (IDI) , ISOC – Georgia, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, Sova News, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), Media Checker, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება (ifact).

 

შეხვედრა გახსნა IDFI-ის ელექტრონული მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ტურაშვილმა. მან მიმოიხილა ონლაინ კონტენტის დაბლოკვასა და გაფილტვრასთან დაკავშირებული რეგულაციები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დღესდღეობით საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებით არ არსებობს სპეციფიური კანონი და ცალკეული რეგულაციები ქაოტურად არის გაბნეული სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში:

 

- სისხლის სამართლის კოდექსი (მაგ: რეგულაციები პორნოგრაფიასა და კიბერ ტერორიზმთან დაკავშირებით);


- კანონი ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ;


- კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ;


- კანონი საავტორო უფლებების შესახებ;


- კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ – „დაუშვებელი პროდუქციის ცნება“.

 

ინტერნეტ თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, საქართველო თავისუფალ ქვეყნად ითვლება. კერძოდ, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში „ონლაინ ცენზურა იშვიათია“ და „ონლაინ კონტენტი სისტემურ მანიპულაციას არ განიცდის“. თუმცა, 2016 წელს საქართველოში საკომუნიკაციო პლატფორმების დაბლოკვის ფაქტები დაფიქსირდა. შესაბამისად, შეხვედრის მონაწილეებმა შეაფსეს „Youtube“-ისა და „WordPress”-ის გათიშვის შემთხვევები. ამ მაგალითებზე დაყრდნობით, შეხვედრის მონაწილეებმა გამოყვეს ინტერნეტ თავისუფლებისა და რეგულაციების კუთხით არსებული გამოწვევები და შესაძლო საკანონმდებლო ხარვეზები.

 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია კანონში ზოგადი მუხლების გამოვლენა და ბუნდოვანი მუხლების უკეთ განმარტება. საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების შესწავლასა და გაზიარებას, შესაბამისი რეგულაციების არსებობის საჭიროებას, ინტერნეტ რეგულაციების პროცესში ჩართულ მხარეთა უფლება-მოვალეობებსა და ანგარიშვალდებულებას. მხარეებზე საუბრისას, მონაწილეებმა გამოყვეს შემდეგი აქტორები: სამართალდამცავი სტრუქტურები, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, ინტერნეტ სერვისის მიმწოდებლები, პროკურატურა, სასამართლო, საავტორო უფლებათა ასოციაცია, მონაცემთა გაცვლის სააგენტო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი.  

 

მონაწილეებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ინტერნეტში კონკრეტული კონტენტის გაფილტვრა ან დაბლოკვა საფრთხილო საკითხია, რადგან ამან შესაძლოა ცენზურის საშიშროებამდე მიგვიყვანოს. ამიტომაც, მათი მოსაზრებით, სახელმწიფო მყარ ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული და ამ საკითხებთან დაკავშირებით ფართო ლავირების საშუალება არ უნდა გააჩნდეს.

 

სამუშაო შეხვედრის დასკვნით ეტაპზე გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია. მონაწილეებმა შეაჯამეს საქართველოში ინტერნეტ რეგულაციებთან დაკავშირებული გამოწვევები, კერძო სექტორისა და სახელმწიფო დაწესებულებების ვალდებულებები და უფლებამოსილებები. ღონისძიების მონაწილეებმა მზადყოფნა გამოთქვეს პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე შემდგომი მხარდაჭერისა და საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გაზიარებასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრა ჩატარდა პროექტ “საქართველოში ინტერნეტ თავისუფლების იურიდიული გარანტიების გაუმჯობესების“ - ფარგლებში. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში სამართლებრივ დონეზე უსაფრთხოების გარანტიებისა და ინტერნეტის თავისუფლების უზრუნველყოფა და გაძლიერებაა. მსგავსი სამუშაო შეხვედრის ჩატარებას IDFI გეგმავს კერძო სექტორისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთანაც.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ეროვნული გმირის წოდება 1923 წელს დახვრეტილი "სამხედრო ცენტრის" წევრებისთვის

01.06.2023

რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში

31.05.2023

საერთო სასამართლოების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი (2010-2022)

30.05.2023

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023
განცხადებები

ვეხმიანებით ილიას უნივერსიტეტის დისკრედიტაციისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიას

05.06.2023

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმიანება

31.05.2023

შსს-მ და სუს-მა ლავროვის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება უნდა გააკეთოს

21.05.2023

კოალიცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას ეხმაურება

18.05.2023
ბლოგპოსტები

დაინგრევა თუ არა საქართველოს ეკონომიკა თუ რუსეთს ორმხრივ ეკონომიკურ სანქციებს დავუწესებთ?

30.05.2023

ანტიდასავლური პროპაგანდის საბჭოთა საწყისები

20.12.2022

რუსული დეზინფორმაციის ტაქტიკა 2008 წლის ხუთდღიანი ომის კონტექსტში

03.11.2022

ქაოტური მშენებლობები ბათუმში ახალ მასშტაბებს იძენს

18.10.2022