ვებინარი - ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი

სიახლეები | მეხსიერების და დეზინფორმაციის კვლევები | სტატია 7 მაისი 2021

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) უკვე წლებია მუშაობს მეოცე საუკუნის ისტორიისა და ისტორიოგრაფიის კრიტიკულად გადააზრებაზე. ამავე მიზნით, 7 მაისს IDFI-მ გამართა ვებინარი: „ქართველები და მეორე მსოფლიო ომი: სამამულო ტრაგედია და საბჭოთა ტრიუმფი“. ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვით, ვებინარი ემსახურებოდა ორგანიზაციის მიზანს, რომ წახალისდეს მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებაზე მსჯელობა და ანალიზი და გამოიკვეთოს დეზინფორმაციის ტენდენციები ისტორიოგრაფიასა და თანამედროვეობაში. ვებინარი შედგა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური ხელშეწყობით.

 

ვებინარზე სიტყვით გამოვიდნენ როგორც IDFI-ისთან ასოცირებული მკვლევრები, ისე ქართველი და უცხოელი საბჭოთა კავშირისა და საქართველოს ისტორიაზე მომუშავე ექსპერტები. მათი მოხსენებები, ისევე როგორც დისკუსია შეეხებოდა ისეთ ფართო და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომის შესახებ ძირითადი მითები, ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია პოლიტიკური მიზნებისთვის საბჭოთა პერიოდსა და თანამედროვე რუსეთში, ნაციონალიზმის ფაქტორი მეორე მსოფლიო ომის მობილიზაციის საკითხში და ვერმახტის ქართული ლეგიონის ისტორია.

 

ღონისძიება გახსნა IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღის აღნიშვნის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე თანამედროვეობაში. ასევე, მან მადლობა გადაუხადა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს და მომხსენებლებს თანამშრომლობისთვის.

 

ვებინარზე მოხსენებები წარმოადგინეს:

 

მეგი ქარცივაძემ (ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების ანალიტიკოსი) - მან ისაუბრა მეორე მსოფლიო ომის მეხსიერებისა და მასთან დაკავშირებული მითების თანამედროვე რუსეთის მიერ პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებაზე.

 

მიხეილ ბახტაძემ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი) - მისი მოხსენება შეეხებოდა იმ პოლიტიკურად დატვირთულ შინაარსს, რომელიც „მეორე მსოფლიო ომისა“ და „სამამულო ომის“ ტერმინოლოგიის უკან დგას.

 

გიორგი მამულიამ (საფრანგეთის საზოგადოებრივ კვლევათა უმაღლესი სკოლის (EHESS) დოქტორი) - მისი მოხსენება შეეხებოდა ვერმახტის ქართული ლეგიონის დინამიკას, მათ მიზნებსა და მოტივაციას მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში.

 

ტიმოთი ბლაუველტმა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკული საბჭოების დირექტორი საქართველოში, IDFI-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი) - მან ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ნაციონალიზმის გამოყენებას მეორე მსოფლიო ომისდროინდელ მობილიზაციაში, არამედ ასევე იმ ნაციონალისტურ ნარატივებს, რომელიც ძირითადად ისტორიის მის ინტერპრეტაციას ეფუძნება საქართველოსა და სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში მეოცე საუკუნიდან დღემდე.


ვებინარის მოდერატორი იყო ნინო გოზალიშვილი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ასოცირებული მკვლევარი. ვებინარი შედგა Zoom პლატფორმის საშუალებით და მისი ჩანაწერი ხელმისაწვდომია ბმულზე.

 

___

 

 

 ვებინარი გაიმართა შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ფინანსური ხელშეწყობით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024