უპასუხოდ დატოვებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 26%-ით გაიზარდა – IDFI

IDFI მედიაში | სტატია 6 ოქტომბერი 2014

2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისის ჩათვლით პერიოდში, სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებისა და საქვეუწყებო დაწესებულებებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე უპასუხოდ დატოვებული მოთხოვნები 26%-ით გაიზარდა. სრულყოფილი პასუხების პროცენტული მაჩვენებელი კი 27%-ით შემცირდა.

 

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრაქტიკის ანალიზი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) განახორციელა.

 

IDFI -მა 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისამდე სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფ 61 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს და საქვეუწყებო დაწესებულებას 1009 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართა: ინსტიტუტმა სრულყოფილი პასუხი მიიღო 429 განცხადებაზე; არასრულყოფილი პასუხი იქნა გაცემული 40 მოთხოვნაზე; უარს ადგილი ჰქონდა 17 შემთხვევაში; უპასუხოდ დატოვებული იქნა 202 მოთხოვნა; 321 შემთხვევაში დაწესებულებები იუწყებოდნენ, რომ არ ჰქონდათ განხორციელებული კონკრეტული ქმედება ან არ გააჩნდათ მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

ინსტიტუტის შეფასებით, კვლევის პერიოდში საშუალოდ ყველაზე მაღალი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი (96,25%) მიიღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებებებმა. მათ მცირედით ჩამოუვარდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (95,56%) და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (94,53%) დაქვემდებარებული უწყებების საშუალო მაჩვენებელი. კვლევის მიხედვით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი მიიღეს შს (32,86%) და იუსტიციის (40,2%) სამინისტროებს დაქვემდებარებულმა უწყებებმა.

 

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით ყველა სახის საჯარო დაწესებულებებში მნიშვნელოვანი დადებითი ტენდენცია შეინიშნებოდა. 2013 წლის ოქტომბრიდან 2014 წლის ივლისის პერიოდში კი ინსტიტუტის ყველა მოთხოვნა უპასუხოდ დატოვეს იმ უწყებებებმა, რომელებიც მანამდე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებით გამოირჩეოდნენ.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ ნაჩვენები დადებითი ტენდენციები დაკავშირებული იყო ახალი ხელისუფლების მოღვაწეობის მხოლოდ საწყის ეტაპთან, როცა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვის სურვილი ნაკლებად არსებობს.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024