IDFI-ის კვლევითი საქმიანობა 2010 წელს

კვლევითი საქმიანობა 28 აპრილი 2014

2010 წლის განმავლობაში IDFI-ის (ინფორმაციის თავისუფლების განვთარების ინსტიტუტი) კვლევითი საქმიანობა დაკავშირებული იყო ისეთ საკითხებთან, როგორიცაა ინტერნეტის რეგულირება და ელექტრონული მმართველობა საქართველოში;

 

კვლევის "ინფორმაციის თავისუფლება და ინტერნეტ რეგულირება საქართველოში" ფარგლებში ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა საკანონმდებლო სისტემაში არსებულ პრობლემებს, მოქალაქეთა შესაძლებლობებს, უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მთავრობის მხრიდან აღებულ ვალდებულებებს, უფრო გამჭვირვალე გახადოს მისი საქმიანობა მოქალაქეებისთვის; როგორც კვლევამ აჩვენა, არსებული სამართლებრივი ბაზა ვერ უზრუნველყოფს საქართველოში საჯარო დაწესებულებების მხრიდან მათ წინაშე არსებული ვალდებულების - განახორციელონ გამჭვირვალე ელექტრონული მმართველობა, სრულყოფილ შესრულებას.

 

ამისათვის აუცილებელია შემუშავდეს რეკომენდაციები და წინადადებები საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე. ცვლილებებით უნდა დადგინდეს სახელმწიფო დაწესებულებებისადმი წაყენებული ერთიანი ვალდებულებები - შექმნან და მოქმედებაში მოიყვანონ მათი უწყებების ვებ-გვერდები. ამ ვებ-გვერდებზე განათავსონ საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული ყველა ინფორმაცია, რაც საბოლოო ჯამში, ერთის მხრივ, შეამსუბუქებს საჯარო დაწესებულებათა საქმიანობას, ასევე შეამცირებს ხარჯს. მეორე მხრივ, აამაღლებს ინფორმაციის თავისუფლების მოთხოვნათა დაცვის ხარისხს.

 

კვლევის „ელექტრონული მმართველობა საქართველოში: მსოფლიო ტენდენციები“ ავტორი ზოგადად მიმოიხილავს ელექტრონული მმართველობის მნიშვნელობას ქვეყნის მართვის პროცესში, გამოკვეთს მთავარ პრობლემებს, რომელსაც ქვეყნები აწყდებიან მექანიზმების დანერგვის პროცესში და შემდეგ განიხილავს საქართველოს მაგალითზე ელექტრონული მმართველობის პროცესის განვითარებისა და პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე; 

 

როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველო, ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის მხრივ, იმყოფება განვითარების დაბალ საფეხურზე. ჩვენს ქვეყანას ძლიერი პოზიციები გააჩნია ადამიანური რესურსის მხრივ, მაგრამ სერიოზული ხარვეზების წინაშე დგას უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის, გამოყენების, მოქალაქეთა მომსახურებისა და მათი მმართველობითი პროცესში ჩართვის მხრივ.

 

არსებული ვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოს კიდევ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი და მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და ფინანსური ინვესტიციების განხორციელებაა საჭირო, რომ ქვეყანამ შესძლოს, ინფორმატიზაციისა და ელექტრონული მმართველობის მხრივ, დასავლეთის სტანდარტებთან მიახლოვება და, მით უმეტეს, მათი სრული დანერგვა.

 

აღსანიშნავია ის, რომ IDFI-ის გუნდისთვის პრიორიტეტულია საზოგადოებისთვის ობიექტური, მიუკერძოებელი, მაღალი ხარისხისა და სტანდარტების კვლევა-ანალიზის შეთავაზება; 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024
განცხადებები

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024