აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა 3 აგვისტო 2022

30 ივლისს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის საბჭომ დაამტკიცა მომდევნო, 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად.

 

საკონსულტაციო ჯგუფის, უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის მიერ, ასევე, კონკურსში გამარჯვებული იდეების ჩათვლით, სამოქმედო გეგმისთვის წარდგენილი იყო 36 ინიციატივა. განხილვის შედეგად შეირჩა 26 ინიციატივა, რომლებიც ღია მმართველობის სამოქმედო გეგმაში 8 ვალდებულების ფორმით ჩამოყალიბდა.

 

აღსანიშნავია, რომ სამუშაო ჯგუფმა გაიზიარა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ წარმოდგენილი 4 ინიციატივა - თემატური მოკვლევა ღია მმართველობის საკითხებზე; მოქალაქის მიერ კითხვის ან იდეის ინიციირება საზედამხედველო მექანიზმისთვის - „უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვა“; მოქალაქის მიერ კითხვის გაგზავნა საზედამხედველო მექანიზმისთვის - „მინისტრის საათი“; საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად. 

 

სამოქმედო გეგმის განხორციელება მიზნად ისახავს უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გაზრდას, მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის ზრდას. აღნიშნული მიზნების მისაღწევად ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაში წარმოდგენილი ვალდებულებები დაყოფილია 3 ძირითად მიმართულებად - საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა საკანონმდებლო საქმიანობაში; საზოგადოების მონაწილეობის გაზრდა საზედამხედველო საქმიანობაში; ცნობიერების ამაღლება და გამჭვირვალობა.

 

საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად დაინერგება სხვადასხვა ონლაინ მექანიზმი, მათ შორის, კანონპროექტებზე ხმის მიცემა და კანონპროექტების საჯაროდ განხილვა, მოქალაქის მიერ „მინისტრის საათისთვის“ კითხვის გაგზავნის მოდული, „უმაღლესი საბჭოს წევრის კითხვისთვის“ იდეის ან შეკითხვის გაზიარების ველი. ცნობიერების ამაღლების მიზნით დაიგეგმება საინფორმაციო კამპანიები. აჭარის უმაღლესი საბჭო, სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ასევე, გეგმავს ორგანიზება გაუწიოს ღია მმართველობის რეგიონულ საკანონმდებლო ორგანოთა საერთაშორისო ქსელის შექმნას და გამართოს აღნიშნული ქსელის პირველი კონფერენცია.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს ღია მმართველობის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა შემუშავდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI), საქართველოს პარლამენტსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ღია მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024