2019 წლის ყველაზე პროაქტიულად ანგარიშვალდებული საჯარო დაწესებულებები ცნობილია

სიახლეები | კორუფციასთან ბრძოლა | პუბლიკაციები | სტატია 14 ივნისი 2019

როგორია საქართველოს საჯარო დაწესებულებების მიერ საკუთარ ვებგვერდებზე ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტატისტიკა და რა ტენდენციები იკვეთება ამ მიმართულებით 2014 წელთან შედარებით?

 

დღეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საქართველოში 100 საჯარო დაწესებულების [მათ შორის – მთავრობის ადმინისტრაცია, პარლამენტი, 11 სამინისტრო/სახელმწიფო მინისტრის აპარატი და 86 სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ი და საქვეუწყებო დაწესებულება] ოფიციალური ვებგვერდის მონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა.

 

მონიტორინგის ობიექტი საჯარო დაწესებულებებიდან, 2019 წლის მაისის მდგომარეობით არც ერთ უწყებას არ ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. 15 უწყებას საერთოდ არ გააჩნდა საკუთარი ვებგვერდი ან ვებგვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება.


2019 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 53%-ია, რაც 18%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საჯარო დაწესებულებებისათვის ყველაზე პრობლემური საკითხი ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება იყო. პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ისეთ ფინანსურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, როგორიც არის: მიღებული (22,2%) და გაცემული (23%) გრანტები, საბიუჯეტო ფონდებიდან მიღებული დაფინანსება – 24,4%, ქონების გასხვისება – 27,4%, რეკლამის ხარჯი – 34,1% და სხვა.


საჯარო დაწესებულებები პროაქტიულად ყველაზე მეტად აქვეყნებენ სამართლებრივი აქტების და ზოგადი ინფორმაციის თემატურ ჯგუფებში გაერთანებულ ინფორმაციას. მათ შორისაა: საკონტაქტო ინფორმაცია (91,3%), დებულება/წესდება (89,3%), ნორმატიული აქტები (85,7%), უწყების სტრუქტურა (82,1%).


ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე მაღალი (98%) შეფასება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ მიიღო. მეორე ადგილზეა (96%) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (39%) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ მიიღო. სამწუხაროდ, ადმინისტრაციას 2014 წლის შემდეგ სახელმწიფო შესყიდვებთან და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია საერთოდ აღარ გამოუქვეყნებია. მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აქვთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (42%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (47%).


სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებული უწყებების დაახლოებით 40%-ს, პროაქტიულად სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 30%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე.


პროექტის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

9 ნაბიჯი ევროკავშირისკენ (შესრულების მდგომარეობა)

11.04.2024

“აპრილის გამოძახილი” - IDFI-მ 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა

10.04.2024

V-Dem-ის შედეგები: 2023 წელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა

08.04.2024

საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის მიმოხილვა

02.04.2024
განცხადებები

მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს სამართალდამცავების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე

18.04.2024

კოალიცია: მოსამართლეებმა უნდა დაიცვან აქციაზე დაკავებული მშვიდობიანი მანიფესტანტების უფლებები

17.04.2024

საჯარო სამსახურში დასაქმებულებზე პარტიული ინტერესით ზეწოლა უნდა დასრულდეს

14.04.2024

400-ზე მეტი ორგანიზაცია: კი - ევროპას, არა - რუსულ კანონს!

08.04.2024
ბლოგპოსტები

მაღალი დონის კორუფციის გადაუჭრელი პრობლემა საქართველოში

15.02.2024

Sockpuppet-ები და ვიკიპედია - ბრძოლის უცნობი ფრონტი

14.02.2024

რუსეთის მოქალაქეების შემოდინება საქართველოში და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გამოწვევები

05.10.2023

ენერგეტიკული სიღარიბე და დანაშაული საქართველოში

05.10.2023