IDFI-ის ექსპერტის დამოკიდებულება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შესაძლო მონოპოლიის შესახებ - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 2 სექტემბერი 2015

ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის ორი უმსხვილესი პროვაიდერის - „კაუკასუს ონლაინის“ და „სილკნეტის“ - შერწყმის თაობაზე თანხმობის გასაცემად კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.


აღნიშნული ფაქტის შესახებ ექსპერტებმა თავიანთი აზრი გამოთქვეს. მათ შორის, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მედია ექსპერტმა, უჩა სეთურმაც დააფიქსირა თავისი და ორგანიზაციის დამოკიდებულება მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ.


„კაუკასუს ონლაინისა“ და „სილკნეტის“ სავარაუდო გაერთიანების შესახებ ინფორმაცია აქტიურად გააშუქეს მედიასაშუალებებმა: საზოგადოებრივი მაუწყებელი, მაესტრო, radiotavisufleba.ge, netgazeti.ge.


საზოგადოებრივი მაუწყებლის სიუჟეტში IDFI-ის ექსპერტი, უჩა სეთური აღნიშნავს, რომ ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი რესურსების შექმნა გახდება საჭირო, დიდი მონოპოლისტის რეგულაციისთვის.


მაესტროს სიუჟეტში უჩა სეთური განმარტავს, რომ ამ ორი პროვაიდერის გაერთიანების შემთხვევაში, ბაზარზე მსხვილი მონოპოლისტი გაჩნდება, რის შედეგადაც მომხმარებლის არჩევანი ხარისხსა და ფასზე შეიზღუდება.


Radiotavisufleba.ge-ს სტატიაში ვკითხულობთ: „მოსალოდნელი ცვლილება უარყოფითად იმოქმედებს ინვესტიციების შემოსვლაზე ჩვენს ბაზარზე. მონოპოლიის შემთხვევაში ჩვენი ბაზარი უცხოელი ინვესტორებისთვის ნაკლებად საინტერესო იქნება და გარდა ამისა, პრობლემა შეიძლება შეიქმნას მომსახურების ხარისხსა და ფასთან დაკავშირებითაც“.


Netgazeti.ge-ის სტატიაში IDFI-ის მედიაექსპერტის, უჩა სეთურის შეხედულება, ბაზარზე მსხვილი მონოპოლისტის გამოჩენასთან დაკავშირებით, ვრცლად არის წარმოდგენილი. მისი თქმით, „კაუკასუს ონლაინიცა“ და „სილკნეტიც“ მსხვილი მონოპოლისტები არიან და კომისიამ მათი გაერთიანება არ უნდა დაუშვას. პრობლემების შემთხვევაში, კომპანიების არა შეერთება, არამედ დაშლა უნდა მოხდეს ფუნქციურად ან სტრუქტურულად.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

დასაქმების პროგრამა თუ გაფლანგული ასეულობით მილიონი ლარი?

02.06.2026

სახელმწიფო ბიუროკრატიის ხელფასების ზრდა 2022-2025

15.05.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025
განცხადებები

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026

კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის

10.11.2025

ვენეციის კომისიამ სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

22.10.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა

20.10.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024