2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

სიახლეები 13 ნოემბერი 2024

V-Dem Institute-ის შეფასებით, საქართველოში 2024 წლის საპარალმენტო არჩევნების კრიტიკული ხარვეზებით ჩატარებამ და ხელისუფლების მხრიდან ყველა გადაცდომის ობიექტური გამოძიების არ უზრუნველყოფამ საქართველო, შესაძლოა, ავტოკრატიულ ქვეყნად დააკვალიფიციროს. 

 

გიოტებორგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების დეპარტამენტის ბაზაზე დაფუძნებული V-Dem Institute ყოველწლიურად აქვეყნებს მონაცემებს, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის შეფასებაა შესაძლებელი. ამისათვის V-Dem მონაცემთა უზარმაზარ ბაზას ეყრდნობა, რომელიც 60 ინდექსსა და 500-მდე ინდიკატორს აერთიანებს. შეგროვებული მონაცემების სანდოობა და ხარისხი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული.

 

2024 წლის V-Dem Institute-ის დემოკრატიის ანგარიში, რომელიც ოქტომბრის არჩევნებამდე გამოქვეყნდა, უკვე მიანიშნებდა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მდგომარეობის გაუარესებაზე. დემოკრატიის საშუალო ხარისხის გაუარესების მიზეზად ანგარიში, პირველ რიგში, წინა წლების საარჩევნო პროცესებზე მიუთითებდა. ანგარიში საქართველოს ჯერ კიდევ არჩევითი დემოკრატიის კატეგორიაში განიხილავდა, თუმცა საქართველო იმ 25 ქვეყანას შორის მოხვდა, სადაც დემოკრატიის ხარისხმა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად და ტენდენციურად იკლო. ამ ქვეყნებს კვლევაში “ავტოკრატიის აცდენად, აცილებად” (“near misses” of autocratization) მოიხსენიებენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თუ გაუარესების ტენდენცია გაგრძელდება, ეს ქვეყნები ავტოკრატიულ რეჟიმებად დაკვალიფიცირდებიან. ამის ერთგვარ საზომად ამ ქვეყნების ნაწილში წელს ჩატარებული არჩევნებია აღებული, რომელსაც კვლევა “კრიტიკულ მოვლენებს” უწოდებს. 


საქართველოს 2024 წლის არჩევნებზე და წინასაარჩევნო პროცესებზე დაკვირვებისას V-Dem Institute-მა დემოკრატიის ოთხ ინდიკატორში, 2016 წლიდან მოყოლებული, დაადგინა გაუარესების ტენდენცია.

 

 

 

- თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები – ინდიკატორი პასუხობს კითხვას: ყველა გარემოების – წინასაარჩევნო პერიოდის, არჩევნების და არჩევნების შემდგომი მოვლენების გათვალისწინებით, შეაფასებდით ამ არჩევნებს, როგორც თავისუფალსა და სამართლიანს?

V-Dem Institute-ის მიხედვით, არჩევნების პროცესში არსებული ხარვეზები, როგორიცაა, მაგალითად, ამომრჩევლის დაშინება, არღვევს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პრინციპს;

 

- პოლიტიკური პარტიების სიძულვილის ენა – ინდიკატორი პასუხობს კითხვას: რამდენად ხშირად იყენებენ დიდი პოლიტიკური პარტიები თავიანთ რიტორიკაში სიძულვილის ენას?

ანგარიშის მიხედვით, პრემიერ კობახიძის მიერ ოპოზიციის “კრიმინალურ პოლიტიკურ ძალებად” მოხსენიება და ოპოზიციური პარტიების აკრძალვით მუქარა პოლიტიკურ დისკურსში გაუარესების ტენდენციაზე მიუთითებს;

 

- პარტიის მიერ ქვეყნის შიგნით დეზინფორმაციის გავრცელება – ინდიკატორი პასუხობს კითხვას: რამდენად ხშირად იყენებენ დიდი პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელები სოციალურ მედიას დეზინფორმაციული და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასაზიარებლად?

ანგარიში აღნიშნავს, პროდემოკრატიული საპროტესტო აქციების მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების “უცხოეთის აგენტებად” შერაცხვა მთავრობის დეზინფორმაციულ კამპანიაზე მიუთითებს. 

 

- პოლიტიკური შინაარსის დაპატიმრებები – ინდიკატორი პასუხობს კითხვას: თუ მოქალაქემ ონლაინ გააზიარა პოლიტიკური შინაარსის მატარებელი პოსტი, რომელიც კრიტიკულია მთავრობის პოლიტიკისადმი, რა არის ალბათობა, რომ ამ მოქალაქეს დააპატიმრებენ?

ანგარიშის მიხედვით, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე სამოქალაქო აქტივისტები სულ უფრო ხშირად ხდებიან პოლიტიკური დაკავებებისა და ბრალდებების ობიექტი. აღნიშნული დაძაბულობები არჩევნების სანდოობას რისკებს უქმნის.



გაუარესების ამ ოთხ დამატებით ტენდენციაზე დაყრდნობით, V-Dem Institute აღნიშნავს, რომ საქართველო მსგავსი ტემპით მალე ავტოკრატიულ რეჟიმად დაკვალიფიცირდება. წლევანდელი მოვლენების მეტად სიღრმისეული ანალიზი კვლევის 2025 წლის ანგარიშში იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
განცხადებები

მიმართვა ევროპის მაუწყებელთა კავშირს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით

05.02.2025

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციის გადაწყვეტილება საჯარო სამსახურში რეპრესიების გაგრძელებაა

05.02.2025

2 თებერვალს დაკავებულთა მიმართ ძალადობაზე არასათანადო რეაგირება სისტემური დანაშაულის განზრახ გამოუძიებლობის მორიგი მტკიცებულება იქნება

05.02.2025

ძალადობა და ზეწოლა ჟურნალისტებზე მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაზე

04.02.2025
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024