n.bolkvadze@idfi.ge
+995 32 2921514
ნიკა ბოლქვაძე
იურისტი
ნიკა ბოლქვაძე IDFI-ს გუნდს 2022 წლის თებერვალში შემოუერთდა „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული მედიის საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის პროექტის ფარგლებში უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
ნიკამ წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მინიჭებული აქვს სამართლის ბაკალავრის ხარისხი. მას მონაწილეობა მიუღია სტუდენტურ კონფერენციებზე და გავლილი აქვს ტრენინგები სამართლის თემატიკაზე. ნიკას აქვს კერძო საადვოკატო ბიუროსა და კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. IDFI-ში ნიკას საქმიანობის სფეროა მედია და გამოხატვის თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
ამჟამად ნიკა სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე.
ნიკა ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ნიკა ბოლქვაძე (ის) პუბლიკაციები