თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემის საკითხზე

IDFI-ს სასამართლო პრაქტიკა 5 დეკემბერი 2011

IDFI-ი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წინააღმდეგ (თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება).

 

IDFI-ი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გაცემასა და არაქონებრივი ზიანის (1 ლარი) ანაზღაურებას ითხოვდა. 2011 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (№3/3646-11) თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა IDFI-ის სარჩელი.

 

ინსტიტუტის მოთხოვნა იყო სტანდარტულ შეკითხვებზე (სულ 18 შეკითხვა) სამინისტროს მხრიდან საჯარო ინფორმაციის მიღება, რაც სამინისტრომ კანონმდებლობით გაწერილ ვადებში (საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო მოეწოდებინა საჯარო ინფორმაცია არაუგვიანეს 2011 წლის 12 მაისისა) არ შეასრულა. სამინისტროს მიერ არ იქნა დასაბუთებული ის, თუ რატომ არ იქნა გაცემული საჯარო ინფორმაცია ინსტიტუტზე. საქმის არსებითად განხილვისას, მოპასუხე მხარემ ირიბად აღიარა ის ფაქტი, რომ მათ დაარღვიეს კანონი.

 

სასამართლო პროცესის განხილვისას მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა სამინისტროს წარმომადგენელს დაუსვა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა ვადაში მიაწვდიდა სამინისტრო საჯარო ინფორმაციას ინსტიტუტს. მოპასუხე მხარემ დამატებით კვლავ ითხოვა 10 დღე, რასაც მოჰყვა მოსამართლის მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების გადადება, ხოლო ამის დასაბუთებად საქმის სირთულე დასახელდა.

 

აღნიშნულიდან 10 დღის მანძილზე სამინისტრომ ინსტიტუტს მიაწოდა მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ნაწილი, თუმცა აბსოლუტურად არასრულყოფილი სახით. კერძოდ, მოთხოვნილი 18 შეკითხვიდან, მხოლოდ რამდენიმე მათგანს გაეცა პასუხი, ხოლო ზოგიერთ კითხვაზე მითითებული იქნა ონლაინ წყარო (ვებ-გვერდი), სადაც თითქოსდა შეიძლებოდა ინფომრაციის მოძიება. სამწუხაროდ სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გაცემული ე.წ. „საჯარო ინფორმაციის“ სანაცვლოდ, ინსტიტუტის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

 

სასამართლოს განმარტებით, ინსტიტუტი სამინისტროსგან ითხოვდა ინფორმაციის გაცემას, რომელიც ახალი დოკუმენტის შექმნას ითვალისწინებდა. აღნიშნულის ვალდებულება კი მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა. ამასთან, სასამართლო იქვე განმარტავს, რომ ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა მოითხოვოს საჯარო დაწესებულებაში არსებული ინფორმაცია, რომელიც მოძიებას, შესწავლას ან სისტემატიზაციას საჭიროებს, მათი უბრალო თავმოყრის სახით, მაგრამ არა ისეთი ინფორმაცია, რომელიც ახალი დოკუმენტის შექმნას საჭიროებს.

 

აღნიშნული მსჯელობის ანალიზს თუ ჩავუღრმავდებით, შევამჩნევთ, რომ სასამართლო თავის ნათქვამთან, თავისი გადაწყვეტილებით მოდის შეუსაბამობაში. იმ შემთხვევაში, თუ სისტემატიზაცია, შესწავლა და მოძიება დასაშვებია კანონმდებლობის საფუძველზე, მაშინ რა განსხვავებაა ამ უკანასკნელსა და ახალი დოკუმენტის შექმნას შორის?

 

ახალი დოკუმენტის შექმნა არის ქმედება, რომლითაც აბსოლუტურად განსხვავებული შინაარსის შემცველი მონაცემები ერთიანდება ან/და კონკრეტული დოკუმენტი იქმნება ახლიდან. მაგალითად, თანამდებობის პირთა სახელფასო მონაცემები არ წარმოადგენს ახლად შესაქმნელ დოკუმენტს, იგი მხოლოდ დამუშავების შედეგად შეიძლება იქნეს მიწოდებული საჯარო ინფორმაციის მომთხოვნისთვის (თუ ესეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია საჯარო დაწესებულებას, ამ შემთხვევაში სამინისტროს, დამუშავებული არ აქვს, მაშინ დგება კითხვა, რას საქმიანობს და რით არის დაკავებული სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტი, რომლის უშუალო, აუცილებელ კომპეტენციას და ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს ამგვარი მონაცემების დამუშავება და გამზადება. ხელფასი ხომ ირიცხება ყოველთვიურად და ხომ დგება ყოველთვიური აღრიცხვა-ბალანსი?!).

 

სასამართლოს მტკიცებით, ნაწილი, მოთხოვნილი ინფორმაციისა სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული. აღნიშნული მსჯელობა ასევე კანონის დარღვევაა, ვინაიდან, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ აირჩიოს საჯარო ინფორმაციის ფორმა. ინსტიტუტმა მიღების ფორმად არა ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაცია, არამედ ასლის სახით მოწოდებული დოკუმენტაცია აირჩია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო თავად მოდის კანონმდებლობასთან შეუსაბამობაში, მისი გადაწყვეტილებაც, ჩვენის აზრით, სამართლებრივად გაუმართავია და აბსოლუტურად შეუსაბამოა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობასთან.

 

იხილეთ IDFI-ის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში გაგზავნილი წერილები.

/public/upload/salome/21.pdf

 

იხილეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ IDFI-ისთვის მიწოდებული პასუხი.

/public/upload/salome/22.pdf

 

იხილეთ სასამართლო გადაწყვეტილება.

/public/upload/salome/23.pdf

 

იხილეთ სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ანალიზი.

/public/upload/salome/24.pdf

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024