შშმ პირთა სტატისტიკა საქართველოში (2015) - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 8 მაისი 2015

7 მაისს IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების „შშმ პირთა სტატისტიკა საქართველოში (2015) “ შესახებ მომზადდა სიუჟეტი ტელეკომპანია მაესტროს მიერ და გამოქვეყნდა არა ერთი სტატია ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: ლიბერალი, ნეტგაზეთი, 17 მაისი, სამოქალაქო პრესა, კახეთის საინფორმაციო ცენტრი, INFO9, Newposts.ge, Gurianews.ge.

 

ტელეკომპანია მაესტრო IDFI-ის წარმომადგენლის გარდა არაერთ რესპონდენტს ესაუბრა. მათ შორის, მერიის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსსა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. მათი განცხადებით, შშმ პირების დასაქმების სპეციფიკა მათი სტატუსიდან უნდა გამომდინარეობდეს, ხოლო ამჟამად მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებებისა და იმპლემენტაციის პროცესი.


„IDFI-ისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით 2015 წლის 1 მარტისთვის საქართველოში რეგისტრირებულია სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღები 118 651 შშმ პირი, რაც საქართველოს საერთო მოსახლეობის (3 729.5) დაახლოებით 3% -ია, მაშინ, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ქვეყნების უმეტესობაში ეს რიცხვი საშუალოდ 10%-ს აღწევს.“ წერს ლიბერალი თავის სტატიაში.


„IDFI-მ სტატისტიკური ინფორმაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურისგან მიიღო, თუმცა დღესდღეობით სახელმწიფო შშმ პირთა ოდენობას აღრიცხავს სოციალური პაკეტის პირთა რაოდენობის მიხედვით, ამიტომ ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ შშმ პირთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ასახავს.“ - ვკითხულობთ ნეტგაზეთის სტატიაში.


17 მაისი წერს, რომ: „დღესდღეობით შშმ პირისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 70 ან 100 ლარს, იმის მიხედვით თუ რომელ კატეგორიას მიაკუთვნებენ სტატუსის მინიჭებისას შესაბამის პირს.“


Gurianews -მა ისაუბრა შშმ პირების შესახებ დეტალური ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება 2016 წლის აპრილის ბოლოს, მას შემდეგ რაც დამუშავდება 2014 წლის საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები.


INFO9 -მ დეტალურად განიხილა შშმ პირების დასაქმების საკითხი და აღნიშნა, რომ 2013/2014 წლის ანგარიშის მიხედვით საქართველოში საჯარო სექტორში 100 000-ზე მეტ საჯარო მოსამსახურეს შორის სულ დასაქმებულია 24 შშმ პირი, რომელთაგან 5 სამინისტროში, 18 ადგილობრივ თვითმმართველობებში და 1 სხვა სახემწიფო სამსახურშია დასაქმებული.

 

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის 1 იანვრის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 30% თბილისში ცხოვრობს (1 118 300 ადამიანი), შესაბამისად ყველაზე მეტი შშმ პირიც სწორედ თბილისში ფიქსირდება“. - წერს თავის სტატიაში კახეთის საინფორმაციო ცენტრი.


სამოქალაქო პრესა თავის სტატიაში საქართველოში შშმ პირთა დასაქმების შესახებ სტატისტიკური მონაცემების არ არსებობაზე საუბრობს.


Newposts.ge -მ კიდევ ერთხელ გააჟღერა IDFI-ის მიერ გამოთქმული იმედი სახელმწიფოს მიერ რატიფიცირებული „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციაში“ ასახული თითოეული პუნქტის დროული იმპლემენტაციის ეფექტურად განხორციელებისა და შშმ პირთა სოციალურ გარემოში ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის შესახებ.

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024