პროკურატურის სტატისტიკა ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 17 აპრილი 2015

IDFI-ს მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული სტატია " პროკურატურის სტატისტიკა ინტერპოლით ძებნის გამოცხადებასა და ექსტრადირებაზე (2010-2015)" არაერთმა მედია საშუალებამ გააშუქა.

აღნიშნულ თემაზე ლევან ავალიშვილი, IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარე მიწვეული იყო გადაცემაში 'ღია სტუდია" 

ავალიშვილმა ექსტრადირების საკითხზე და პროკურატურის მიერ კონსულტანტებისა და მრჩეველების დაქირავებისთვის არანაყოფიერად დახარჯულ თანხაზე ისაუბრა 16 აპრილის გადაცემა "ფოკუსისთვის" (ტაბულა) მომზადებულ ვრცელ სიუჟეტში. (4:28)

 

ტელეკომპანია იმედი: IDFI-ს გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი: "შევეცადეთ გაგვერკვია, თუ რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს იმ მრჩეველთა ჯგუფის ანაზღაურება, რომლებიც პროკურატურაში მუშაობენ და ეხმარებიან საქართველოს პროკურატურას საქმეების დასაბუთებაში. ჩვენს მიერ მიღებული ინფორმაციის მიხედვით, დაახლოებით 35 000 $ ჯდება ამ სამი ექსპერტის მომსახურება ყოველთვიურად". იმედმა IDFI-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა. 

 

1tv.ge: IDFI-ს სტატისტიკის მიხედვით, თუ 2012 წელს საქართველოს პროკურატურის მიერ გაგზავნილ ექსტრადირების შუამდგომლობებზე უცხოური საგამოძიებო ორგანოების მიერ 70 პროცენტზე მეტი დაკმაყოფილდა, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 16 პროცენტამდე დაეცა. 

 

რუსთავი 2: IDFI-ს დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი: "ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ იკლო იმ პიროვნებების რაოდენობამ, რომლებსაც კონკრეტული სახელმწიფო ექსტრადიციაზე დათანხმდა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ალბათ არ არის კარგად დასაბუთებული ის ბრალდება, რომელიც წაყენებული აქვს თითოეულ პიროვნებას."

 

ტელეკომპანია კავკასია: IDFI_ს გამგეობის თავმჯდომარე, ლევან ავალიშვილი: "ძალიან ბევრი შემთხვევაა, როცა დაკავებული ადამიანები არ გადმოსცეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი იძებნებოდნენ, მათ შორის არაადამიანური მოპყრობისა და წამების ფაქტებზე" 

სტატია, სახელწოდებით: ეჭვი, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნაა რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა

არაერთი სტატია მოამზადეს შემდეგმა ონლაინ გამოცემებმა: IPN, Tabula.ge; Newsport.ge;

 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

გიორგი დავითაძის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ - დაუყოვნებლივი და ეფექტიანი გამოძიების მოთხოვნა

02.10.2026

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024