საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა სტატისტიკა (2012-2014) - მედია გაშუქება

IDFI მედიაში 8 ივნისი 2015

IDFI-მ 4 ივნისს გამოაქვეყნა სტატისტიკა საპატრულო პოლიციის მიერ დაჯარიმებულ პირთა შესახებ, რომელზეც არაერთი სტატია გამოჩნდა სხვადასხვა ონლაინ გამოცემის ვებგვერდებზე: tabula.ge, netgazeti.ge, newposts.ge, epn.ge, INFO9, sknews.ge, Civil Press, ici.ge, medianews.ge, frontnews.ge.


Tabula.ge წერს, რომ 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა 82 254-ით აღემატება 2013 წლის მაჩვენებელს, ხოლო 2012 წელთან შედარებით, ორჯერ მეტია 2014 წელს დაჯარიმებულ პირთა რაოდენობა.


Netgazeti.ge გვთავაზობს ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მოკლე მიმოხილვას და აღნიშნავს, რომ 2013-2014 წლებში დაჯარიმებულ პირთა რაოდენობის გაორმაგება 2012 წელთან შედარებით, ნათლად აჩვენებს, რომ უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში საქართველოს საპატრულო დეპარტამენტის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის კონტროლი მნიშვნელოვნად გამკაცრებულია.


Newposts.ge აღნიშნავს, რომ ავტომანქანების მფლობელებზე დაკისრებული ვიდეო ჯარიმების შემთხვევაშიც უკანასკნელი წლების განმავლობაში 2014 წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 275 953 პირი ფიქსირდება.


"2013 წლის სექტემბრის თვეში IDFI-იმ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინა 2011-2013 წლების შესაბამის პერიოდებში დაკისრებული ჯარიმების ოდენობების შესახებ სტატისტიკური მონაცემები, რომელმაც აჩვენა რომ 2013 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში საპატრულო პოლიციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამო დაკისრებულ ჯარიმათა რაოდენობა 2011 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილი იყო 9 971 876 ლარით (47,2%-ით), ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 830 187 ლარით (70% -ით)” - ვკითხულობთ Epn.ge-ს სტატიაში. 

 

INFO9 წერს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული გადაცდომისთვის 2012 წელს - 588664 პირი, 2013 წელს - 1233752, ხოლო 2014 წელს 1316006 პირი დაჯარიმდა.

 


Sknews.ge მოკლედ მიმოიხილავს IDFI-ის გამოქვეყნებულ ინფორმაციას და წერს, რომ ვიდეო ჯარიმების შემთხვევაში 2013 წელს 256 391 პირი, ხოლო 2012-ში 140 432 პირი ფიქსირდება.


Civil Press და ici.ge აღნიშნავენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის შემდგომი პერიოდის, ჯარიმათა თანხობრივი საერთო ოდენობების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისგან თავი შეიკავა და ინსტიტუტს აცნობა მხოლოდ დაჯარიმებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები.


„ როგორც IDFI-ში მიიჩნევენ, აღნიშნულის განმაპირობებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, შეიძლება იყოს სანქციების გამარტივების ფონზე მოქალაქეთა მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების ფაქტების გახშირება, ხოლო მეორე მხრივ, საპატრულო პოლიციის მუშაობის გააქტიურება ” წერს medianews.ge.


Frontnews.ge სტატისტიკის მონაცემებს მოკლედ აჯამებს და მაღალი მაჩვენებლის განმაპირობებელ შესაძლო მიზეზებზე საუბრობს.

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე

05.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024