IDFI: მკვლელობის მაჩვენებელმა 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია

IDFI მედიაში 28 ნოემბერი 2014

მკვლელობის შემთხვევების მაჩვენებელმა ყველაზე მაღალ ნიშნულს 2007 წელს მიაღწია, როდესაც საქართველოს მასშტაბით აღნიშნული დანაშაულის 249 შემთხვევა დარეგისტრირდა, - მკვლელობების სტატისტიკას საქართველოში „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე ავრცელებს.


როგორც ორგანიზაცია წერს, მომდევნო წლებში მაჩვენებელი ეტაპობრივად იკლებდა და 2011 წელს საქართველოში 90 ადამიანი მოკლეს.


„2012 წელს კვლავ შეინიშნება აღნიშნული დანაშაულის მატების ტენდენცია, როდესაც 2011 წელთან შედარებით 13 შემთხვევით იმატა. სამწუხაროდ, შეუძლებელია, მოცემული ტენდენციის უტყუარი შეფასება 2013–2014 წლებისთვის იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ მოცემული წლების პირველი 10 თვის მდგომარეობით, თუმცა აღნიშნული მონაცემებით, შესაძლებელია გარკვეული დასკვნების გამოტანა ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირებული მკვლელობების შესახებ. მაგალითად, 2013 წლის 10 თვის განმავლობაში დაფიქსირებულია დაახლოებით იმავე ოდენობის მკვლელობის შემთხვევა, რაც 2012 წლის განმავლობაში სრულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, მკვლელობების რაოდენობა გაიზრდებოდა. განსხვავებული მდგომარეობაა 2014 წლის შემთხვევაში, როდესაც 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2014 წელს დაფიქსირებული მკვლელობების რაოდენობა შემცირებულია 20 ერთეულით“, - ვკითხულობთ IDFI-ის განცხადებაში.

 

განსხვავებული სურათი შეინიშნება მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით. კერძოდ, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ გრაფიკზეა ასახული 2007 წლიდან 2010 წლამდე შეინიშნება მკვლელობის მცდელობის შემთხვევების კლებადი ტენდენცია. 2010 წლიდან 2012 წლამდე ის კვლავ ეტაპობრივად იმატებდა. რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს 10 თვის მონაცემებით შეიძლება დავასკვნათ, რომ აღნიშნული ხასიათის დანაშაულის შემთხვევები წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია.


ორგანიზაციის თქმით, როგორც ამას მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, მკვლელობის შემთხვევათა გახსნის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 2013 და 2014 წლების საწყისი 10 თვის განმავლობაში ფიქსირდება.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებიდან დგინდება, რომ თბილისში რეგისტრირებული მკვლელობის ისევე, როგორც მკვლელობის მცდელობის მაჩვენებელი, არის საგრძნობლად მაღალი ყველა სხვა რეგიონში არსებულ დანაშაულის მაჩვენებელთან შედარებით. 2006-2014 წლებში თბილისში სულ ფიქსირდება 436 მკვლელობისა და 1121 მკვლელობის მცდელობის შემთხვევა (აღნიშნულ მონაცემებში 2013 და 2014 წლის მონაცემები შესულია მხოლოდ 8 თვის მდგომარეობით).

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “რუსულ კანონთან” დაკავშირებით არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საჩივარის განხილვა დაიწყო

27.03.2025

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მემორანდუმის მიმოხილვა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ

27.03.2025

ივანიშვილის ფარა ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ

24.03.2025

კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნის შესახებ

23.03.2025
განცხადებები

მედია კოალიცია რეგიონული მედიის საქმიანობის შეზღუდვის ფაქტებს ეხმიანება

28.02.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება ტვ პირველის ოპერატორის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით

19.02.2025

ქართული ოცნება მსხვერპლების კრიმინალიზებას ეწევა

13.02.2025

IDFI-ის განცხადება ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის უკანონოდ დაჯარიმების შესახებ

12.02.2025
ბლოგპოსტები

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024