საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება სახალხო დამცველის შესარჩევ პროცესთან დაკავშირებით

განცხადებები 20 ოქტომბერი 2017

გვინდა, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებულ განცხადებებს და მოვუწოდოთ საქართველოს პარლამენტს ქვეყნის მთავარი უფლებადამცველის შერჩევისას უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა.

 

ყველასთვის ცნობილია, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის ფორმალური დასახელების უფლება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციასა და ფრაქციებს მიღმა დარჩენილ არანაკლებ 6 დეპუტატს შეუძლია. ამის მიუხედავად, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ყოველთვის მონაწილეობდნენ იმ დისკუსიებსა და განხილვებში, რომლებიც სახალხო დამცველის არჩევას თან სდევდა.

 

როგორც ჩვენთვის ცნობილია, არჩევნების შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაიწყებს სახალხი დამცველის შერჩევის პროცესს. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება დაინტერესებულ პირთა მონაწილეობა. არაერთი დოკუმენტი, მათ შორის, პარლამენტის ღია მმართველობის სამოქმედო გეგმა, ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასეთი დაპირებები კი მნიშვნელობას ისეთი პროცესის დროს იღებს, როგორც სახალხო დამცველის არჩევაა.

 

შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და, განსაკუთრებით, საპარლამენტო უმრავლესობას უზრუნველყოს უფლებადამცველი ორგანიზაციების, უნივერსიტეტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა სახალხო დამცველის არჩევის პროცესში.

 

ხელმომწერიორგანიზაციები:

 

- სამართლიანიარჩევნებისადადემოკრატიისსაერთაშორისოსაზოგადოება (ISFED)

 

- საქართველოსახალგაზრდაიურისტთაასოციაცია (GYLA)

 

- ფონდიღიასაზოგადოებასაქართველო (OSGF)

 

- საერთაშორისოგამჭვირვალობა - საქართველო

 

- სამოქალაქოგანვითარებისსააგენტო (Cida)

 

- ინფორმაციისთავისუფლებისადაგანვითარებისინსტიტუტი (IDFI)

 

- ეკონომიკურიპოლიტიკისკვლევისცენტრი (EPRC)

 

- ადამიანისუფლებათასწავლებისადამონიტორინგისცენტრი (EMC)

 

- კონსტიტუციის 42-ემუხლი

 

- ლიბერალური აკადემია

 

- მრავალენოვანი საქართველო(PMMG)

 

- ადამიანისუფლებათაცენტრი

 

- მრავალენოვანი საქართველო

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024