ზაზა ხარებავას უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტმა დროულად უნდა იმსჯელოს

განცხადებები 8 ივნისი 2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. დღეს, 7 ივნისს, გაიმართება კონკურსში მონაწილე პირთა კანდიდატად რეგისტრაციის სხდომა, რომელსაც რამდენიმე ეტაპად მოყვება ფარული კენჭისყრები საბჭოში. ამ ვითარებაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში იმსჯელოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას - საბჭოში არჩევის კანონიერების საკითხსა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე.


2019 წლის 14 მაისს კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართა მოთხოვნით, შეისწავლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი. კოალიციის განცხადებით, ზაზა ხარებავას არჩევის პროცესში დარღვეულია კანონის მოთხოვნები [1], რამდენადაც მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა. კანონის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. ზაზა ხარებავას წარმდგენი ორგანიზაცია კი კანონის ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.

 

კანონის თანახმად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია “წევრად არჩევა ან დანიშვნა კანონით დადგენილი წესის დარღვევით” [2]. მიუხედავად იმისა, რომ ნათლად ჩანს ზაზა ხარებავას წარდგენისა და წევრად არჩევის პროცესში კანონის მოთხოვნების დარღვევა, პარლამენტს ამ დრომდე არ უმსჯელია 2019 წლის 14 მაისს რეგისტრირებულ განცხადებაზე.

 

როგორც ითქვა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იწყებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცედურებს. იმისათვის რათა ამ პროცსის კანონიერებას საფრთხე არ შეექმნას, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უმოკლეს ვადებში გადაწყვიტოს ზაზა ხარებავას არჩევის კანონიერების საკითხი, ხოლო საკითხის გარკვევამდე მოვუწოდებთ ზაზა ხარებავას საკუთარი ნებით ჩამოცილდეს საკითხის განხილვებსა და კენჭისყრებში მონაწილეობას.

 

[1] „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ემუხლისმე-5 პუნქტი, ასევე პარლამენტის რეგლამენტის (ძველირედაქციით) 219-ემუხლისმე-3 პუნქტი

 

[2] „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის 48-ემუხლის 1 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველია

 


ხელმომწერები:

 

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

 

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024