საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ანგარიში

სიახლეები 31 აგვისტო 2010

22 ივნისს არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" გამოაქვეყნა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად ჩატარებული კვლევის შედეგები.

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იყო ერთ-ერთი იმ ოთხი მოხალისე ორგანიზაციიდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" პროექტში და 10 საჯარო დაწესებულებას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის 52 ოფიციალური წერილი გაუგზავნეს. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სხვადასხვა შინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის  7 ოფიციალური წერილი გაგზავნა:

1. საქართვლოს პარლამენტი - „საქართველოს პარლამენტის რამდენ წევრს შეუწყდა უფლებამოსილება 2008-2009 წლებში აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადასვლის მიზნით;

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - „ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების ნუსხა (დაყოფილი ღია ტენდერების და ერთ პირთან მოლაპარაკებით განხორციელებული შესყიდვების მიხედვით);

3. საქართველოს უზენაესი სასამართლო - „2009 წელს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეების მიხედვით რამდენ ბრალდებულს დაუმტკიცდა ბრალდება და რამდენი იქნა გამართლებული“;

4. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - „ანტი-კორუფციული საბჭოს წევრების ნუსხა“;

5. ცენტრალური საარჩევნო კომისია - „საარჩევნო კოდექსში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2008-2009 წლებში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები“;

6. საქართველოს კონტროლის პალატა- „2008-2009 წლებში კონტროლის პალატის მიერ პროკურატურისათვის გადაცემული ყველა საქმის შესახებ. მიუთითეთ სისხლის სამართლის კოდექსის რომელი მუხლით გათვალიწინებული ქმედების ჩადენის ნიშნები იკვეთებოდა გადაცემულ საქმეებზე“;

7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - „რა თანხა შეადგინა მინისტრის, მინისტრის მოადგილის, განყოფილების უფროსის და წამყვანი სპეციალისტების პრემიებმა 2009 წელს. მიუთითეთ მოცემული პრემიების გამოთვლის წესი“;

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წერილებზე ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს პასუხი მხოლოდ ექვსმა საჯარო დაწესებულებამ გასცა და მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია დროულად მიაწოდა.

 ერთადერთი საჯარო დაწესებულება, რომელმაც საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე  არანაირი რეაიგირება არ მოახდინა  იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

დეტალური ანგარიში

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024