ღია სამთავრობო მონაცემების შესახებ კერძო სექტორის საჭიროებებზე კერძო-საჯარო დიალოგი გაიმართა

სიახლეები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანგარიში | სტატია 28 თებერვალი 2024

2024 წლის 27 თებერვალს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამამ კერძო სექტორისთვის ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროების საკითხებზე კერძო-საჯარო დიალოგი გამართა, რომლის ფარგლებშიც ამავე საკითხზე მომზადებული კვლევის შედეგები იქნა წარდგენილი.  აღნიშნული კვლევა არის ერთ-ერთი პირველი ანალიტიკური ნაშრომი, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნებში გამოყენებული მეთოდოლოგიების ადაპტირებითა და საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, გამოთვლილია ღია მონაცემების ბაზრის, მათ შორის პირდაპირი და არაპირდაპირი ბაზრის ზომა საქართველოსთვის, ასევე, გამოვლენილია ღია მონაცემებზე მაღალი გავლენისა და პოტენციალის მქონე სექტორები. ამავდროულად, კერძო სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებებისა და  საჭიროებების გათვალისწინებით, კვლევამ იდენტიფიცირება გაუკეთა იმ მონაცემთა ბაზებს, რომლთა ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მომგებიანია საქართველოში მოღვაწე კერძო კომპანიებისთვის.

 

ღონისძიება გახსნეს IDFI-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის უფროსის მოადგილემ, ნინო ჩოხელმა. გიორგი კლდიაშვილმა აქცენტი გააკეთა ჩატარებული კვლევის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ თუ მანამდე სამთავრობო მონაცემების ღია ფორმატზე ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრისას აქცენტი ძირითადად კეთდებოდა მათ როლზე ხელისუფლების საქმიანობის ეფექტური მონიტორინგისთვის, ამ ახალმა კვლევამ კარგად აჩვენა ღია სამთავრობო მონაცემების როლი ეკონომიკური ზრდისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. მაგალითად, თუ ქვეყანას ექნება ღია მონაცემების შესახებ ყოვლისმომცველი ხედვა, სტრატეგია, კანონმდებლობა და სტანდარტები, საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ 2030 წლისთვის ღია მონაცემების ბაზარი 1.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდოს. 

 

ნინო ჩოხელმა მისასალმებელი სიტყვის დროს ისაუბრა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის პრიორიტეტებზე და კვლევის შედეგების მნიშვნელობაზე პროგრამის ფარგლებში კერძო სექტორის მხარდამჭერი აქტივობების დასაგეგმად. 

 

მისასალმებელი სიტყვების შემდეგ, ღონისძიების დამსწრეებს ციფრული მმართველობის სააგენტოს ციფრული მმართველობისა და კიბერუსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულების უფროსმა მენეჯერმა, დიმიტრი გუგუნავამ წარუდგინა სააგენტოს გეგმები ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუჯობესების კუთხით. ამის შემდეგ, კვლევის შედეგები წარმოადგინეს IDFI-ის წარმომადგენლებმა,  ადგილობრივი მმართველობის, ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულებების ხელმძღვანელმა, თეონა ტურაშვილმა და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა. კვლევის საფუძველზე საქართველოში ღია მონაცემების გამოყენების კუთხით მაღალი პოტენციალის და გავლენის მქონე სექტორებად დასახელდა: 

 

1. საფინანსო და სადაზღვეო საქმიანობები; 

2. სახელმწიფო მმართველობა; 

3. ინფორმაცია და კომუნიკაცია.

 

საქართველოში ღია სამთავრობო მონაცემების ეკონომიკური პოტენციალის შესახებ კვლევის მთავარი მიგნებების, ასევე, ღია მონაცემებთან დაკავშირებით კერძო სექტორის დამოკიდებულებების კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ, წარმოდგენილ იქნა კონკრეტული რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მონაცემებზე დაფუძნებულ ინოვაციებს, და წაახალისებს კერძო სექტორის მხრიდან ღია სამთავრობო მონაცემების გამოყენებას, ასევე, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მონაცემების ხელმისაწვდომობის კანონმდებლობა და პრაქტიკა. 

 

კვლევის შედეგების წარდგენის შემდეგ, IDFI-ის პროგრამების დირექტორის, ლევან ავალიშვილის მოდერაციით გაიმართა დისკუსია საჯარო და კერძო სექტორის, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წარმომადგნელების მონაწილეობით. დამსწრეებმა იმსჯელეს თუ რა მთავარი დაბრკოლებები არსებობს ღია სამთავრობო მონაცემების ხელმისაწვდომობისა და გამოყენების თვალსაზრისით, და რა უნდა გაკეთდეს ამ დაბრკოლებების გადასალახად. მხარეებმა აქცენტი გააკეთეს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების გაუმჯობესებულ კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე, რათა ქვეყანამ უკეთ გამოიყენოს ღია მონაცემების ეკონომიკური პოტენციალი. 

 

ღია სამთავრობო მონაცემების საჭიროებების კვლევა IDFI-მ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით მოამზადა. 

 



სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI, ბათუმში, 11-15 იანვარს განვითარებულ მოვლენებს აფასებს

20.01.2025

ინფორმაციის თავისუფლება: მედია და საზოგადოება სისტემური უკანონობის პირისპირ

20.01.2025

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025
განცხადებები

მზია ამაღლობელის დაკავება წინასწარ დაგეგმილი პროვოკაციაა

13.01.2025

11 იანვარს მშვიდობიანი დემონსტრანტების უკანონო დაკავება პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების თანხლებით მიმდინარეობდა

12.01.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების შესახებ

09.01.2025

დაკავებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს პირად ნივთებს არ უბრუნებენ

23.12.2024
ბლოგპოსტები

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024