საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | სტატია 8 აპრილი 2016

7-8 აპრილს ოზურგეთსა და ბათუმში გაიმართა საჯარო კონსულტაციები ღია მმართველობა საქართველოს რიგით მესამე სამოქმედო გეგმის (2016-2017) შემუშავების მიზნით.


მონაწილეებს შორის იყვნენ მუნიციპალიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები. ისინი გაეცნენ ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership, OGP) მიზნებს და წამოაყენეს სამოქმედო გეგმაში შესატანი ინიციატივები.


ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსმა თამარ ნადიბაიძემ ისაუბრა OGP-ში ინტიტუტის ჩართულობაზე და დამსწრეებს გააცნო IDFI-ის რეკომენდაციები (იხილეთ ბმული).


კონსულტაციების დროს მონაწილეებმა ისაუბრეს მონაწილეობითი ბიუჯეტირების დანერგვის აუცილებლობაზე. მათი თქმით, სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოს ვებ-გვერდის სისტემატიური, დროული განახლება.

 

დამსწრე მოქალაქეებმა მრავალი ინიციატივა გამოთქვეს, მათ შორის:

 

  • კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ერთიანი ბაზის შექმნა, რაც მოიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უვლის სახელმწიფო აღნიშნულ ძეგლებს;
  • სამშენებლო ნებართვებისთვის ერთიანი პორტალის შექმნა, სადაც განთავსდება ინფორმაცია კონკურსების, რეკონსტრუქციების და ნებართვის მიღების პროცესის შესახებ;
  • სამთავრობო უწყებების ვებ-გვერდებზე ონლაინ ოპერატორის დახმარების დამატება;
  • სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმისწარმოების შესახებ პერსონალური ინფორმაციის მიღება ერთ პორტალზე საიდენტიფიკაციო ბარათის/სპეციალური კოდის მეშვეობით;
  • სახელმწიფო და კერძო დაზღვევის მომსახურების ერთ პორტალში თავმოყრა, დაზღვევის მიღებისთვის საჭირო პროცედურების გაწერა და პროვაიდერების ჩამონათვალის განთავსება;
  • აჭარის მთავრობის დოკუმენტების სრული გაციფრულება და დოკუმენტებზე წვდომის უზრუნველყოფა.


დაფიქსირებული მოსაზრებები და ინიციატივები შესაბამის სახელმწიფო უწყებებს გაეგზავნებათ, რომლებიც იმსჯელებენ მათი შესრულების შესაძლებლობაზე. მსჯელობის დროს უპირატესობა მიენიჭება მოქალაქეთა ისეთ ინიციატივებს, რომლებიც შეესაბამება OGP-ის 4 ძირითად პრინციპს:


1. ადგილობრივი და ცენტრალური მმართველობის ღიაობა;
2. ხელისუფლების წარმომადგენლების ანგარიშვალდებულება;
3. მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
4. და საჯარო სერვისების ინოვაციური და ტექნოლოგიური განვითარება.

 

საჯარო კონსულტაციები მაისის ბოლომდე გაგრძელდება და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები ხორციელდება აშშ-ს განვითარების სააგენტოს „კარგი მმართველობის ინიციატივის“ (USAID/Georgia Good Governance Initiative) მხარდაჭერით.


ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership, OGP) 2011 წელს შექმნილი საერთაშორისო ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნებიც იღებენ ვალდებულებას ებრძოლონ კორუფციას, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები მმართველობით პროცესში და უზრუნველყონ გამჭვირვალობა და მოქალაქეთა მეტი ჩართულობა.


საქართველო OGP-ს 2011 წელს შეუერთდა და უკვე რიგით მესამე სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. ამ პროცესს წინ უძღვება ღია მმართველობა საქართველოს ფორუმი, რომლის თანა-თავმჯდომარე ორგანიზაციაც არის ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI).

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

შპს პარმას მიერ უკონკურენტოდ მოგებული თბილისის მერიისა და გამგეობების ტენდერები

20.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024