საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკა საქართველოს საჯარო დაწესებულებებში

სიახლეები | კვლევები | აქტუალური თემები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 28 სექტემბერი 2021

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია.


2013 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მთავრობის N219 დადგენილებით, საწყის ეტაპზე ქვეყანაში დამკვიდრდა პროაქტიული გამჭვირვალობის გარკვეული სტანდარტი, რომელიც სამომავლოდ საჭიროებდა გაუმჯობესებას. კერძოდ, მთავრობის ამ დადგენილებით განსაზღვრული სავალდებულო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა , მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობასთან და ფინანსებთან დაკავშირებული მინიმალური ინფორმაციის ჩამონათვალს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს პროაქტიული გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს. 2013 წლის შემდეგ, მიუხედავად IDFI-ს არაერთი რეკომენდაციისა საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუმჯობესების თვალსაზრისით მნიშნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. წლებია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, სათანადო რეაგირების გარეშე რჩება IDFI-ს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებული სტანდარტის გაუმჯობესებას და რეფორმის მეორე ტალღის განხორციელებას. ამასთან, განვლილ წლებში IDFI-ს კვლევები ცხადყოფდა, რომ საჯარო დაწესებულებების უმრავლესობა ვერ უზრუნველყოფდა მთავრობის არსებული დადგენილებით დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების ჯეროვან შესრულებასაც კი.


ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მნიშვნელობა, კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა COVID 19 პანდემიის დაწყების შემდეგ, როდესაც საზოგადოების სათანადო ინფორმირება ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად იქცა. ამასთან, კრიზისული მდგომარეობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების გაუმჭვირვალე და არარაციონალური განკარგვის რისკები. მსგავსი რისკების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა, ასევე, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სატენდერო პროცედურების გარეშე განხორციელებულმა შესყიდვებმა და სხვა. ქვეყანაში არსებული გამოწვევების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით IDFI-მ შეიმუშავა და საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციის სახით წარუდგინა, კოვიდ-19 კრიზისის დროს საჯარო დაწესებულებების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხა. მიუხედავად საკითხის მნიშნელობისა, ამ დრომდე, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების არსებულ სტანდარტში, ცვლილებები არ შესულა. შესაბამისად, წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში, განხორციელებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის კვლევის მეთოდოლოგიაში ცვლილებები კვლავ არ განხორციელებულა.


ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს.

 

ძირითადი მიგნებები

 

-  2013 წლიდან, საქართველოს ხელისუფლებას, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადაუდგამს.

 

- მონიტორინგის ობიექტი 123 საჯარო დაწესებულებიდან, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით 13-ს საერთოდ არ ჰქონდა საკუთარი ვებგვერდი;

 

- ასევე, 13 საჯარო დაწესებულებას ვებ-გვერდზე არ ჰქონდა შექმნილი საჯარო ინფორმაციის განყოფილება ან ამ განყოფილებაში არ ჰქონდა არანაირი ინფორმაცია გამოქვეყნებული;

 

- 2021 წელს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის საშუალო მაჩვენებელი 56%-ია, რაც 1%-ით აღემატება 2020 წლის, ხოლო 15%-ით ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს;

 

-  2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია;

 

- ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება აქვთ მთავრობის ადმინისტრაციას (31%) და საგარეო საქმეთა სამინისტროს (36%).

 

- 2020 წლის IDFI-ს მონიტორინგის შემდეგ, დამატებით 7-მა უწყებამ უზრუნველყო ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის განყოფილების შექმნა და გარკვეული ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

-  2020 წელთან შედარებით, 14 ცენტრალური საჯარო დაწესებულებიდან 6-მა, გააუარესა ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებელი;

 

-  2020 წელთან შედარებით, ცენტრალური საჯარო დაწესებულებების საერთო მაჩვენებელი 4%-ით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო დაწესებულებების - 19%-ით, ხოლო მთავრობას დაქვემდებარებული და სხვა დამოუკიდებელი უწყებების 1%-ით გაუარესდა;

 

-  2020 წელთან შედარებით, სამინისტროებს დაქვემდებარებული სსიპ-ების ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 4%-ით გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მათ 50%-ს, სავალდებულოდ გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 50%-ზე ნაკლები ჰქონდა განთავსებული საკუთარ ვებგვერდზე;

 

-  ყველაზე პრობლემური საკითხი, კვლავ ფინანსების განკარგვასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოქვეყნება რჩება;

 

- არცერთ შეფასებულ საჯარო დაწესებულებას არ ჰქონდა გამოქვეყნებული ინფორმაცია ღია მონაცემების (მაგ. CSV ან XML) სახით. 29 საჯარო დაწესებულებას კონკრეტული ფინანსური ინფორმაცია გამოქვეყნებული ჰქონდა Excel-ის ფორმატში;

 

- მხოლოდ 60 საჯარო დაწესებულების ვებგვერდზე იყო ხელმისაწვდომი განვლილ წლებში პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის არქივი.

 

 

/public/upload/Analysis/Proactive_Disclosure_of_Public_Information_on_Georgian_Public_Institutions_Websites_2021.pdf

 

 

მოცემული მასალის მომზადება დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს, Sida-ს მიერ. შინაარსზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მის შემქმნელს. Sida შესაძლოა არ იზიარებდეს გამოთქმულ ხედვებსა და ინტერპრეტაციებს. 

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024