საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების გაჭიანურებული პროცესი (ნაწილი 2)

სიახლეები | პუბლიკაციები | ღია მმართველობა და კორუფციასთან ბრძოლა | ანალიზი 13 იანვარი 2014

 satauradროგორც მოგეხსენებათ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის შესახებ ვრცელდება მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ ადმინისტრაციულ ორგანოებზე.  რაც შეეხება იმ საჯარო დაწესებულებებს, რომლებზეც არ ვრცელდება მთავრობის აღნიშნული დადგენილება, მათ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად პროაქტიული გამოქვეყნების და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტები სავალდებულოდ უნდა განესაზღვრათ შესაბამისი სამართლებრივი აქტებით 2013 წლის 1 სექტემბრამდე.  IDFI შეეცადა გამოერკვია რამდენად უზრუნველყვეს აღნიშნულმა საჯარო დაწესებულებებმა მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება.

 

 

  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

 ჩვენს მიერ უკვე შემოთავაზებული იქნა საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2013 წლის 2 სექტემბერს დამტკიცებული პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების შესაბამისობის ანალიზი მთავრობის მიერ დადგენილ სტანდარტებთან.  სამწუხაროდ, მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ბრძანებულების მიღებამდე უკვე არსებობდა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი  საჯარო ინფორმაციის ნუსხა, პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი მის ძალზედ შეკვეცილ და მნიშვნელოვნად სახეცვლილ ვერსიას წარმოადგენდა.

დღეის მდგომარეობით საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე განთავსებულია მხოლოდ საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სისტემა (აღსანიშნავია, რომ ჩვენ ამ სისტემის მეშვეობით გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუმცა პასუხი დღესაც არ მიგვიღია), რაც შეეხება საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას, მიუხედავად პრეზიდენტის ბრძანებულებისა, ამ მხრივ ვებ-რესურსზე საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და ინფორმაციის განთავსება კვლავაც არ არის უზრუნველყოფილი.

 

  • საქართველოს პარლამენტი

 მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოწოდებისა სამწუხაროდ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს – საქართველოს პარლამენტს დღეის მდგომარეობით კვლავაც არ აქვს დამტკიცებული ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომელიც დაავალდებულებდა პარლამენტის აპარატს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის წესის დანერგვას. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია არა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ პარლამენტი ამით უგულებელყოფს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ახალი სტანდარტის დანერგვას, არამედ პირველ რიგში იმით, რომ საკანონმდებლო ორგანოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები არ ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით მათზე დაკისრებულ ვალდებულებასაც.

  • საქართველოს სასამართლოები

 სასიხარულო და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2013 წლის 27 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაგვიანებით თუმცა მაინც დაამტკიცა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, ინფორმაციის  პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და შესაბამისი ნუსხა. საბჭოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესები ვრცელდება საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, სააპელაციო სასამართლოებზე, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საერთო სასამართლოების დეპარტამენტზე. დანართით გათვალისწინებული ნუსხით განსაზღვრული ინფორმაციის გამოქვეყნება საკუთარ ვებ-გვერდებზე ზემოთ ხსენებულ საჯარო დაწესებულებებს დაევალათ 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 1 მარტამდე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაითვალისწინა IDFI-ის რეკომენდაცია და ამ მნიშვნელოვანი სიახლის სტანდარტი სრულად მოიყვანა თანხვედრაში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სტანდარტებთან, რაც ჩვენი აზრით ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოში ერთიანი პრაქტიკის დანერგვის კუთხით.

 iusticiis sabj

  • რეგიონები

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ 2013 წლის 10 ოქტომბერს მიიღო დადგენილება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ.  აღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული სტანდარტები სრულ თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ  26 აგვისტოს № 219 დადგენილებითდამტკიცებულ სტანდარტებთან.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დღეის მდგომარეობით როგორც აჭარის ა/რ მთავრობის ასევე მისი ოთხივე სამინისტროს ვებ-გვერდზე უზრუნველყოფილია საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და გარკვეული ინფორმაციის განთავსება.

რაც შეეხება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მათ არ შეუსრულებიათ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება და არ მიუღიათ შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც უზრუნველყოფდა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დანერგვასა და ინფორმაციის ელექტრონული მოთხოვნის სტანდარტის შემუშავებას.

სამწუხაროდ თვითმმართველი ერთეულების მხოლოდ მცირე ნაწილმა უზრუნველყო საქართველოს  კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულება.  საქართველოს 68 თვითმმართველი ერთეულიდან საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებ-გვერდზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების სტანდარტების მარეგულირებელი აქტები განთავსებულია მხოლოდ შემდეგი თვითმმართველი ერთეულების  მიერ:

  • ქ. თბილისის მერია
  • ქ. თბილისის საკრებულო
  • ქ. რუსთავის საკრებულო
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 მათ შორის გამორჩეულია ქალაქ თბილისის მერია, რომელმაც სრულიად განსხვავებული სტანდარტი შემოგვთავაზა. თბილისის მთავრობამ აიღო ვალდებულება  თბილისის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდეს ქ. თბილისის მერიაში მიღებული ყველა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), რომელიც არ შეიცავს სახელმწიფო ან/და კომერციულ საიდუმლოებას ან სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს მიკუთვნებულ ინფორმაციას.

meria

სხვა თვითმმართველი ერთეულების მიერ შემუშავებული სტანდარტების  ანალიზი ჩვენს მიერ წარმოდგენილი იქნა ბლოგ-პოსტში, სადაც გამოტანილი იქნა საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნუსხიდან ის პუნქტები, რომლთა გამოქვეყნებაზეც, უარი განაცხადეს სხვადასხვა თვითმმართველი ერთეულების საკრებულოებმა.

  •  სხვა საჯარო დაწესებულებები

 მთელმა რიგმა საჯარო დაწესებულებებმა, რომლებზეც არ ვრცელდება საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს N219 დადგენილება, დღეის მდგომარეობით უზრუნველყვეს საჯარო ინფორმაციის გვერდის შექმნა და გარკვეული ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება. მათ შორის არიან:

  • ცენტრალური საარჩევნო კომისია
  • საარჩევნო სისტემების განვითარებისა, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი
  • კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
  • საჯარო სამსახურის ბიურო
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
  • ფინანსური მონიტორინგის სამსახური
  • ლევანსამხარაულისსახელობისსასამართლოექსპერტიზისეროვნულიბიურო

სხვა საჯარო დაწესებულებებიდან, რომელთა ვებ-გვერდებზეც ამ მომენტისათვის არ არის უზრუნველყოფილი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება წარმოადგენენ:

  • საქართველოსკომუნიკაციებისეროვნულიკომისია
  • ენერგეტიკისადაწყალმომარაგებისმარეგულირებელიეროვნულიკომისია
  • საქართველოსსახალხოდამცველისაპარატი
  • სტატისტიკის ეროვნული სამსახური “საქსტატი“
  • სახელმწიფოაუდიტისსამსახური
  • საქართველოსსაზოგადოებრივიმაუწყებელი
  • ინტელექტუალურისაკუთრებისეროვნულიცენტრი – “საქპატენტი

 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურების გარდა სხვა დაწესებულებების შემთხვევაში უცნობია, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ შესრულებული იქნა თუ არა მათზე კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტის გამოცემა.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა  კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაექვემდებარა საქართველოს მთავრობას. განახლებული დებულების დამტკიცების შემდგომ იგეგმება პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამუშაოების გატარება, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა მხოლოდ, რომ ამ მომენტისათვის აღნიშნული სამართლებრივი აქტები გენერალური აუდიტორის მიერ გამოცემული არ არის.

saqstati jpj

audit

 

IDFI კიდევ ერთხელ მოუწოდებს იმ ადმინისტრაციულ ორგანოებს, რომლებსაც 2013 წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიეღოთ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები:

1. შეასრულონ კანონმდებლობით მათზე დაკისრებული ვალდებულებები და სასწრაფოდა დაამტკიცონ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი;
2. ერთიანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანიზაციებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილებით;
3. ნორმატიული აქტის შემუშავებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სრულად მოიყვანონ თანხვედრაში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილებით განსაზღვრულ ნუსხასთან;
4. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცებისას ადმინისტრაციულმა ორგანოებმა იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 26 აგვისტოს №219 დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრული წესით

 

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

პატრიკ ლანკასტერი - კრემლის მორიგი პროპაგანდისტი საქართველოში

20.12.2024

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

„ქართული ოცნება” აძლიერებს რეპრესიულ მექანიზმებს

17.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024
განცხადებები

თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომა შეიზღუდა

19.12.2024

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

13.12.2024

ვეხმიანებით საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ქართული ოცნების მიერ მესამე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს

13.12.2024

კოალიცია ეხმიანება სისტემური რეპრესიების ფარგლებში დაკავებული და დაპატიმრებული ადამიანების საქმეებს

12.12.2024
ბლოგპოსტები

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024