იცავენ თუ არა საჯაროობის პრინციპებს ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტები?

IDFI მედიაში 23 სექტემბერი 2014

საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზის ფორმირებას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) 2010 წლიდან ახდენს. ორგანიზაციამ წელს საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტიდან.

 

მონაცემები, უკვე დამუშავებულია. ქვემო ქართლში საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით ამ დროისთვის ყველაზე ცუდი შედეგი IDFI-ს დაკვირვებით, წალკის მუნიციპალიტეტს აქვს. აღნიშნული რაიონის თვითმმართველობის შესახებ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტმა მათ საჯარო ინფორმაციები საერთოდ არ მიაწოდათ. ინფორმაციის დროული და სრულყოფილი გაცემისთვის - ორგანიზაცია დადებითად აფასებს დმანისის მუნიციპალიტეტს, რომელმაც გამოთხოვილი ინფორმაციები მათ დროულად და სრულყოფილად მიაწოდათ.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით უპასუხო წერილებთ გამოიჩინა თავი გარდაბნის მუნიციპალიტეტმა.

 

„ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა გადაუდებელი შესყიდვების თაობაზე შემსყიდველის ზემდგომ ან სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოსთან/თანამდებობის პირთან წერილობითი შეთანხმებების შესახებ.

 

მათ ასევე არ მოგვაწოდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი აქტის საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებული მიმოწერის ასლები.

 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. 2013 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ ინფორმაცია არასრულყოფილად მოგვაწოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომაც.

 

ასევე არასრულყოფილია საკრებულოდან მიღებული ინფორმაცია საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე სამართლებრივი აქტის შესახებ",- წერს IDFI გარდაბნის მუნიციპალიტეტის შესახებ.

 

ორგანიზიას ადმინისტრაციული საჩივრის დაწერა მოუხდა ამა წლის მარტის თვეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში.

 

„ 2014 წლის 17 მარტს IDFI-იმ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს მიმართა ამავეშინაარსის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით. სამწუხაროდ, როგორც გამგეობამ ასევე საკრებულომ ინსტიტუტის მოთხოვნები უპასუხოდ დატოვეს.

 

2014 წლის 17 აპრილს IDFI-მა ბოლნისის საკრებულოს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით - ქ. ბოლნისის გამგეობის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ.

 

მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საჩივრის წარდგენის შემდგომ გამგეობამ ინსტიტუტის მოთხოვნების უმრავლესობა სრულყოფილად დააკმაყოფილა. უპასუხოდ დატოვებული იქნა, მხოლოდ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების შესახებ მოთხოვნა", - აცხადებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი.

 

IDFI-ს ინფორმაცია გაცემულ პრემიებზე არ მიაწოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტმა. ასევე ორგანიზაცია წერს, რომ ინფორმაციის მოთხოვნისას თანამდებობის პირთა დიპლომების შესახებ, საპასუხო წერილში რატომღაც არ იყო სხვა დიპლომების ასლებთან ერთად იმჟამად თეთრიწყაროს გამგებლის, მამუკა ჩოქურის დიპლომის ასლი.

 

ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ნაწილი უპასუხოდ დატოვა, რუსთავის მუნიციპალიტეტმაც.

 

„ ქ. რუსთავის მერიამ უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა 2013 წლის აუდიტორული შემოწმების (შიდა, გარე, სახელმწიფო და არასახელმწიფო) აქტებისა და მათთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.

 

მერიამ ასევე არ მოგვაწოდა შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე და 2014 წლის მარტში მერის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობას თანდაკავშირებით განხორციელებული მიმოწერის ასლები. არ მიგვიღია მერის და მისი მოადგილეების უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია ქ. რუსთავის მერიის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. როგორც ირკვევა, ქ. რუსთავის მერიაში 2013 წელს სახელფასო დანამატები არ დარიცხულა.

 

სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით ქ. რუსთავის მერიიდან მოწოდებული ინფორმაცია სრულყოფილია.

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავის მერიისთვის გაგზავნილი მოთხოვნების ანალოგიური მოთხოვნებით IDFI-მა ქ. რუსთავის საკრებულოსაც მიმართა, თუმცა აღნისნულთან დაკავშირებით ინსტიტუტს საკრებულოსგან პასუხი დღემდე არ მიუღია", - აცხადებს ორგანიზაცია, IDFI რუსთავის მუნიციპალიტეტთან დაკავშირებით.

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი უპასუხოდ დატოვა IDFI-ის მოთხოვნა 2013 წელს გამგეობაში ჩატარებული აუდიტორული შემოწმებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. გამგეობამ ასევე არ გასცა სამართლებრივი აქტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე, 2013 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და 2014 წლის მარტში გამგებლის სამუშაო ელ. ფოსტიდან სამსახურეობრივ საქმიანობასთან დაკავშირებით განხორციელებული მიმოწერის ასლები.

 

არასრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ინფორმაცია გამგეობის მიერ 2013 წელს გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე.

 

სხვა დანარჩენ საკითხებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან მოწოდებული ინფორმაცია IDFI -ისთვის სრულყოფილია.

 

ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებთან კომუნიკაციის შედეგად საჯარო ინფორმაციები IDFI -მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა, თუმცა მუნიციპალიტეტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა თვითმმართველობის არჩევნებამდე.

 

დღეის მდგომარეობით შეცვლილია თეთრიწყაროს, ბოლნისის და გარდაბნის გამგებლები, ასევე უპასუხო და არასრულყოფილად გაცემულ ინფორმაციებზე არ არიან პასუხისმგებელი რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოები, რადგან ყველა მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს შემადგენლობა/ხელმძღვანელი პირები შეიცვალნენ. ინფორმაციის გამოთხოვის პერიოდში - საჯაროობის პრინციპის დაცვაზე გამგეობის მხრიდან პასუხისმგებლები იყვნენ იმჟამად გამგებლის მოვალეობის შემსრულებლები - წალკის, მარნეულის გამგებლები და რუსთავის მერის მოვალეობის შემსრულებელი, რომლებიც დღეს უკვე არჩეული თანამდებობის პირები არიან და არჩეული მერის/გამგებლის სტატუსით აგრძელებენ მუშაობას.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024