IDFI: სახელფასო დანამატის გაცემის პრინციპები განსაზღვრული არ არის

IDFI მედიაში 8 ოქტომბერი 2014

„არ არსებობს სახელფასო დანამატის არანაირი ლიმიტი, არც არანაირი პრინციპი, რის გამო შეიძლება, გაიცეს სახელფასო დანამატი“, - განმარტავს „ლიბერალთან“ საუბარში ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი.


კანონპროექტი მუნიციპალური ორგანოების თანამდებობის პირებზე პრემიების გაცემის შესახებ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის, თუმცა კანონპროექტში სახელფასო დანამატის შესახებ არაფერია ნათქვამი.


„ანაზღაურების სისტემა ერთიანი პრინციპით უნდა დარეგულირდეს, კანონში გაიწეროს, როგორი უნდა იყოს ის საჯარო სამსახურში. დანამატები არც ერთი დოკუმენტით დარეგულირებული არ არის. მთავრობა და უწყებები დანამატის გაცემის საკითხს თავისით აწესებენ და ეს პრობლემად რჩება. მაგალითისთვის, სახელფასო დანამატი შეიძლება, გაიცემოდეს ნამსახურევი წლების, ოჯახის მდგომარეობის მიხედვით, ვთქვათ თუ 10 შვილი გყავს. კონკრეტული წესი არ გვაქვს. არსებობს საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფცია, USAID-ის მხარდაჭერილი პროგრამა, რომელზეც 1 წლის განმავლობაში მთავრობასთან ერთად ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვმუშაობდით. დაიწერა მთლიანი კონცეფცია. მათ შორის იყო ანაზღაურების სისტემაც. დანამატი ეს არის ანაზღაურების სისტემის შემადგენელი ნაწილი. ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ შემოიღონ ანაზღაურების სისტემის ერთიანი სტანდარტი, ეს იქნება თვითმმართველობა, სსიპ თუ სამინისტრო“, - აცხადებს გიორგი კლდიაშვილი.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

როგორ ბალანსდება სახელმწიფო ბიუჯეტში გრანტების დანაკლისი?

24.09.2026

ქართული ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის დავიწყებული გმირები - იატაკქვეშა ორგანიზაციები, “სამიზდატი” და პოლიტიკური პატიმრობა (1954–1989)

30.08.2026

შერჩევითი გამჭვირვალობა: როგორ (არ) ასრულებენ საჯარო უწყებები ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას

12.08.2026

ისტორიის ინსტრუმენტალიზაცია, მეხსიერების პოლიტიკა და საქართველო

24.07.2026
განცხადებები

სოლიდარობა ვახო სანაიას

22.07.2026

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2026

ქართული სამოქალაქო საზოგადოების განცხადება

06.06.2026

საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობიდან გარიცხეს

22.04.2026
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024