შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

IDFI მედიაში 18 მარტი 2013

,,საჯარო მოხელეებისათვის პრემიების მინიჭება ხორციელდება ერთპიროვნულად” – რეკომენდაციები მთავრობას

,,საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ საჯარო მოხელეებისათვის პრემიების მინიჭება ხორციელდება ერთპიროვნულად, საჯარო მოხელეთა სუბიექტური შერჩევის გზით და გადაწყვეტილების მიღებისათვის საჭირო შეფასების კრიტერიუმების არარსებობის პირობებში.” – ასეთ დასკვნას ორგანიზაცია ,,ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” IDFI-ის სამართლის ექსპერტი ნინო ცუხიშვილი აკეთებს, რომელიც ამავე დროს ,,ღია საზოგადოების ფონდის” ადამიანის უფლებათა სტაჟირების პროგრამის სტიპენდიანტია. მან საქართველოში დამკვირდებულ პრაქტიკას, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ფინეთსა და ლატვიაში არსებულ მდგომარეობასთან მიმართებაში, შედარებითი სამართლებრივი ანალიზი გაუკეთა.

ქართული მედია, დიდი ხანია, პრემიების ერთპიროვნულად გაცემის ფაქტებს ახმაურებს. ჯერ კიდევ, 2010 წლის დასაწყისში, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა მოიპოვა მაშინდელი გუბერნატორის ვლადიმერ ვარძელაშვილის მიერ ხელმოწერილი განკარგულება, სადაც ვარძელაშვილი, წინასწარ, საკუთარ თავს ყოველთვიურად უწერს პრემიას. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიების თაობაზე კონკრეტული დოკუმენტი მედიაში გამოჩნდა. მას შემდეგ პრემიების საკითხი აქტუალური გახდა და ის დღესაც გრძელდება.

ექსპერტი ნინო ცუხაშვილი, სხვა ქვეყნების მაგალითის ანალიზისას, აცხადებს, რომ საჯარო მოხელეთა ანაზღაურების სისტემის ჩამოყალიბება დამოკიდებულია თუ სახელმწიფოს მიერ როგორი ტიპის საჯარო სამსახურის სისტემა არის არჩეული: პოზიციაზე დაფუძნებული თუ კარიერაზე დაფუძნებული.

პოზიციაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური გულისხმობს ინდივიდის მუდმივად ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მოღვაწეობის პრინციპს და კარიერულ წინსვლას, კვალიფიკაციის ზრდის შესაბამისად. აღნიშნულ შემთხვევაში, საჯარო მოხელის ანაზღაურება თანამდებობრივი სარგოს გარდა მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, კანონით განსაზღვრულ დანამატებსა და პრემიებს, საპენსიო სისტემასა და სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს საჭირო ხარჯების ანაზღაურებას.

კარიერაზე დაფუძნებული საჯარო სამსახური გულისხმობს ნებისმიერ პოზიციაზე არსებული ღია კონკურსის წესით მიღებას, სადაც მონაწილეობას მიიღებს დასაქმების მსურველი პირი და საჯარო მოხელის ანაზღაურება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ სისტემურ ფინანსურ წახალისებას.

საქართველოში არსებულ საჯარო სამსახური, ისევე, როგორც სხვა დასავლეთ ევროპის ქვეყნების, მაგ: ფინეთისა და ლატვიის საჯარო სამსახური, წარმოადგენს შერეულ სისტემას და მოიცავს ორივე სისტემის ნიშნებს.

ნინო ცუხაშვილის თქმით, საქართველოს საჯარო სამსახურში ფორმდება ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებები საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, რაც იწვევს არათანაბარი ანაზღაურების წარმოშობის შესაძლებლობას საჯარო მოხელესა და შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე საჯარო სამსახურში დაქირავებულ მოსამსახურეს შორის. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის წევრთა თანამდებობრივი სარგოების დადგენის რეგულირება საჭიროებს განახლებას და პარლამენტის მიერ კანონის მიღებას.

რაც შეეხება პრემიებს, ექსპერტს საინტერესო მაგალითები ზემოთ დასახლებული ქვეყნებიდან მოჰყავს:

გერმანიის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო დაწესებულების მიერ ფედერალურ დონეზე საჯარო მოხელეებისათვის პრემიის მინიჭება შესაძლებელია განხორციელდეს, როგორც ერთჯერადად, ასევე განგრძობადი სახით. საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია ყოველწლიურად პრემია გამოყოს მის დაწესებულებაში დასაქმებული მოხელეების არა უმეტეს 15 პროცენტისათვის. საჯარო დაწესებულების მიერ ერთჯერადი სახით პრემიის მინიჭებისას, პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურის სახელფასო შკალით განსაზღვრული საწყისი სახელფასო ანაზღაურების 7 პროცენტს, ხოლო განგრძობადი სახით პრემიის მინიჭებისას საჯარო დაწესებულება შეზღუდულია 12 თვიანი დროის პერიოდითა და საჯარო მოსამსახურის საწყისი სახელფასო ანაზღაურების 7% ფარგლებით.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის თანახმად, საჯარო მოხელეებისათვის პრემიები შესაძლებელია გაიცეს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც საჯარო მოხელე განახორციელებს სპეციფიკურ საქმიანობას, რომლის განხორციელების მოლოდინი მის მიმართ არ არსებობს. დიდ ბრიტანეთში, საჯარო დაწესებულების მიერ გაცემული პრემიების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო დაწესებულების ბიუჯეტის 0.3. პროცენტს.

ფინეთის კანონმდებლობა, საჯარო მოსამსახურისათვის პრემიის მინიჭებისას იყენებს საჯარო მოხელის შეფასების სისტემას და განსაზღვრავს შეფასების კრიტერიუმებს, როგორიცაა საჯარო მოხელის მიერ ვალდებულებების შესრულება, კეთილსინდისიერება და პასუხისმგებლობის გრძნობა, ხოლო გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო მოხელის შეფასება ხდება მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის, მუშაობის მეთოდების, ექსპერტული ცოდნისა და ლიდერული უნარების გათვალისწინებით. შესაბამისად, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს საჯარო მოხელეებისათვის პრემიების მინიჭების კუთხით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა და უზრუნველყოს შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების შემუშავება.

აღნიშნული მაგალითების ანალიზის შემდეგ ორგანიზაციის ექსპერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციებს აძლევს:

- შემუშავდეს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა საჯარო მოხელეთა ანაზღაურების განსაზღვრის მიზნით;
- კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნას საჯარო სამსახურში შრომითი კანონმდებლობის საფუძველზე დასაქმებული პირების ფინანსური გარანტიები;
- კანონმდებლობით განისაზღვროს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი ანაზღაურება საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების მიხედვით საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე;
- კანონმდებლობით განისაზღვროს საჯარო მოხელეებისათვის პრემიის მინიჭების წესი, პრემიის მინიჭების კრიტერიუმები და პრემიის ოდენობის ფარგლები;
- კანონმდებლობით უზრუნველყოფილი იქნას საჯარო მოხელეებისათვის მინიჭებული პრემიების თაობაზე ინფორმაციის გამჭვირვალობა.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

IDFI-მ მონაწილეობა მიიღო ჩეხეთში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში “საბჭოთა და რუსული დივერსია ევროპის წინააღმდეგ”

18.11.2024

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებმა საქართველოში ავტოკრატიული ტენდენციები გაამყარა - V-Dem institute-ის შეფასება

13.11.2024

სასამართლოს აქტების პროაქტიული გამოქვეყნება: კანონმდებლობა და პრაქტიკა

04.11.2024

სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკავშირის 9 ნაბიჯის შესრულებისკენ

01.11.2024
განცხადებები

სტრასბურგის სასამართლომ განსხვავებული აზრის მქონე მოსამართლის სასამართლო სისტემიდან განდევნა დაადასტურა

11.11.2024

მოვუწოდებთ პროკურატურას არჩევნების გაყალბება გამოიძიოს და არა დამკვირვებელი ორგანიზაციების საქმიანობა

06.11.2024

სასამართლო ხელისუფლებამ სისტემურ საარჩევნო დარღვევებზე თვალი არ უნდა დახუჭოს

05.11.2024

სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგრძელდება

17.10.2024
ბლოგპოსტები

ინტერმუნიციპალური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში

21.10.2024

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენციის ინსტიტუციური მექანიზმები

21.10.2024

კრიპტოვალუტის საქართველოს ფინანსურ სისტემაში ინტეგრირების გამოწვევები და სტრატეგიული მიდგომა ბლოკჩეინისა და უძრავი ქონების მიმართ კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად

21.10.2024

ქართული ენის არცოდნა, როგორც გამოწვევა პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის თვალსაზრისით

21.10.2024