ლიბერალი

IDFI მედიაში 9 დეკემბერი 2013

IDFI განათლების სამინისტროს მიმართავს

 

  (photo: )
 
 

IDFI მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების დაფინანსების მოსაპოვებლად გამოცხადებულ კონკურსთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს მიმართავს.

განცხადებაში წერია, რომ სამინისტრომ 2013 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადა კონკურსი, რომელიც დღეს, 5 დეკემბერს მთავრდება.

არასამთავრობო ორგანიზაცია სამინისტროს ინიციატივას მიესალმება, თუმცა საკონკურსო განცხადებების წარსადგენად დაწესებული ორდღიანი ვადის გამო ეჭვს გამოთქვამს, რომ პროცესი გამჭვირვალედ და სამართლიანად წარიმართება.

“ამგვარი მოკლე პერიოდი - სულ 2 დღე, სტუდენტების მიერ არათუ სრულყოფილი პროექტების ჩამოსაყალიბებლად, არამედ კონკურსის შესახებ ინფორმაციის სათანადოდ გავრცელებისთვისაც არაა საკმარისი”, - წერია IDFI-ის განცხადებაში.

აქვე წერია კონკურსის მოთხოვნები და პირობები:

• დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულმა, აქტიური სტუდენტის სტატუსის მაგისტრანტთა ჯგუფმა (3-5 სტუდენტისგან დაკომპლექტებული);

• სასწავლო კვლევითი პროექტის ჯგუფს უნდა ჰყავდეს სამეცნიერო ხელმძღვანელი, დოქტორანტის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

• საპროექტო განაცხადის წარდგენისას სტუდენტებმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ: სამეცნიერო ხელმძღვანელის განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ; საპროექტო წინადადება, რომელიც უნდა მოიცავდეს პროექტის დასაბუთებას, დაგეგმილი კვლევის აღწერას, გეგმა-გრაფიკს, დეტალურ ხარჯთაღრიცხვას და მოსალოდნელი შედეგების აღწერას; პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელის პროფესიული ავტობიოგრაფია;  მხარდაჭერის წერილი იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სწავლობენ მაგისტრანტები.

“აღნიშნული პირობები კონკურსის ვადების შეუსაბამობაზე ყველაზე მეტად მეტყველებენ. კერძოდ, საეჭვოა როგორ მოახერხებენ მაგისტრანტები 2 დღეში არა მხოლოდ 3-5-კაციან ჯგუფში საერთო კვლევით წინადადებაზე კონსულტაციას და მომავალ თანამშრომლობაზე შეთანხმებას, რომ არაფერი ვთქვათ აკადემიურ ხელმძღვანელთან შეთანხმებაზე”.

გარდა ამისა, IDFI-ის აზრით, გასათვალისწინებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხარდაჭერის წერილის აუცილებლობა. რადგან ამგვარი წერილის მოპოვება ხშირად ბიუროკრატიულ პროცედურებთან არის დაკავშირებული.

“აღნიშნული პროგრამისთვის გამოყოფილია 240 000 ლარი. თითოეული პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი 30 000 ლარი შეიძლება იყოს. ამიტომაც, აუცილებელია, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი დაფინანსების შეუფერებელ პირობებში გაცემის შესახებ”.

 

იხილეთ ბმული

სხვა მასალები ამ თემაზე
სიახლეები

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა 2024 წლის ნოებრიდან ჩადენილი ადამიანის უფლებების მძიმე და სისტემური დარღვევების შესახებ დოკუმენტირების ანგარიში წარადგინეს

14.05.2025

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025
განცხადებები

ფიზიკური თავდასხმა ტელეკომპანია "პირველი"-ს გადამღებ ჯგუფზე

12.05.2025

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება ევროპის დღესთან დაკავშირებით

09.05.2025

გადაცემა "რეალური სივრცის" დახურვა "ქართული ოცნების" რეპრესიული პოლიტიკის ნაწილია

06.05.2025

ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არა ქართველი ხალხის, არამედ ივანიშვილის და რუსეთის ინტერესია

18.04.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024