საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებება

პროექტები | დასრულებული პროექტები 15 ივლისი 2019

პროექტის სახელწოდებაკვლევითი პროექტი საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებების შესახებ

დონორი ორგანიზაციაგაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში

პროექტის ნომერი: #00095872

სრული ბიუჯეტი: 15,000 აშშ დოლარი

ხანგრძლივობა: 15ივლისი 2019 – 31დეკემბერი 2019

 

კვლევითი პროექტი საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებაში გენდერულად განპირობებული პოტენციური განსხვავებების შესახებ გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, დაადგინოს ის მნიშვნელოვანი გავლენები, რასაც გენდერი შეიძლება ახდენდეს საჯარო სამსახურში კარიერის განვითარებაზე და რამდენად მნიშვნელოვნად აღიქმება ეს განსხვავებები თავად ინდივიდუალური საჯარო მოხელეებისა და ზოგადად, საჯარო სამსახურის მიერ.

 

პროექტის მეორადი ამოცანებია:


- ქალი და კაცი საჯარო მოხელეების კმაყოფილების დონის შესწავლა საჯარო სამსახურის კარიერულ განვითარებასთან მიმართებაში;

 

- პოტენციური გამოწვევების და განსხვავებების გამოვლენა ქალი და კაცი საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებაში;

 

- გამოვლენილ განსხვავებებთან მიმართებით ინდივიდუალური საჯარო მოხელეებისა და საჯარო სამსახურის სისტემის აღქმის/დამოკიდებულების გაზომვა;

 

- რეკომენდაციების წარმოდგენა საჯარო სამსახურის კარიერის განვითარების სისტემასთან დაკავშირებით.

 

პროექტის ფარგლებში IDFI განახორციელებს კვლევას, რომელიც შემდეგ მთავარ კითხვებს გასცემს პასუხს:

 

1. როგორია ქალი და კაცი მენეჯერის მიერ გავლილი გზა საჯარო სამსახურში ფეხის შედგმიდან დღეს მიღწეულ პოზიციამდე?


2. როგორია ქალი და კაცი საჯარო მოხელეების აღქმა საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების საჭიროებისა და სარგებლიანობის შესახებ?


3. რა საჭიროებები, გამოწვევები და მოსაზრებები (როგორც პოზიტიური, აგრეთვე ნეგატიური ფაქტორები) აქვთ ქალ და კაც საჯარო მოხელეებს კარიერის განვითარების თითოეულ ეტაპზე?


4. როგორია ქალი და კაცი საჯარო მოხელეების აღქმა საჯარო სამსახურში კარიერის განვითარების სისტემის ეფექტიანობაზე?


5. რა წარმოადგენს საჯარო მოხელეების კარიერის განვითარების საუკეთესო პრაქტიკას და შესაძლო განსხვავებების აღმოფხვრის საშუალებას?

 

კვლევითი პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო სამსახურში კარიერული განვითარების პროცესში ქალი და კაცი საჯარო მოხელეებისთვის არსებულ შესაძლო განსხვავებულ ფაქტორებს და განსაზღვრავს რეკომენდაციებს მათ აღმოსაფხვრელად.

 

დაგეგმილი ღონისძიებები 

 

პროექტის ბიუჯეტი 

 

ხელშეკრულება

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები
სიახლეები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

ადმინისტრაციული პატიმრობა სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფით

23.06.2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვგმობთ რუსული კანონების ამოქმედებას

19.06.2025
განცხადებები

„საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლო სისტემის საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულებას სრულად გამორიცხავს

27.06.2025

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განცხადება წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

26.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

03.06.2025

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

23.05.2025
ბლოგპოსტები

ვიზალიბერალიზაციის გავლენა საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე

05.05.2025

ვაცლავ ჰაველის "ძალა უძალოთა" - სიმართლე, როგორც წინააღმდეგობის ფორმა

02.04.2025

ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლების რეალიზების კუთხით არსებული გამოწვევები და მათი ელექტორალური ქცევა

25.12.2024

რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური ღონისძიება - ალექსანდრე მალკევიჩი საქართველოში

29.11.2024